დაღუპულია სულ მცირე 60 ადამიანი და 70-ს დაზიანებები აქვს მიღებული ტანზანიაში საწვავის ტანკერის აფეთქების შედეგად, იტყობინება BBC პოლიციაზე დაყრდნობით.
ამერიკელი ფინანსისტი, მილიარდერი ჯეფრი ეპშტეინი, რომელიც არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით იყო დაკავებული და სასამართლო პროცესს ელოდებოდა, თავის საკანში მკვდარი იპოვნეს, იტყობინება აშშ-ის მედია.
დაიღუპა სულ მცირე 18 ადამიანი, 16 დაკარგულად გამოცხადდა და მილიონზე მეტი იძულებული შეიქნა თავიანთი სახლები მიეტოვებინა ჩინეთში მას შემდეგ, რაც ქვეყანას ტაიფუნი „ლეკიმა“ დაატყდა თავს.
დაიღუპა ხუთი ადამიანი და სერიოზული დამწვრობები მიიღო სამმა პირმა რუსეთში სამხედრო-საზღვაო პოლიგონზე, ხუთშაბათს, რაკეტის აფეთქების შედეგად. ინფორმაციას BBC ქვეყნის სახელმწიფო ბირთვულ კომპანია „როსატომზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა „ძალიან ცუდია“, განაცხადა ჟურნალისტმა ალექსეი ბენედიქტოვმა ტელეარხ „НАШ“ -ის გადაცემა "Гордон“-ში.
ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი პირველი მაისის სასამართლოს მოსამართლის, ადილბეგ სუბანკულოვის გადაწყვეტილებით, ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. იგი იქ 26 აგვისტომდე დაჰყოფს. ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ ატამბაევის ადვოკატ სერგეი სლასარევზე დაყრდნობით ავრცელებს.
ელ პასოში მასობრივი სროლებისას დაჭრილმა ყველა პაციენტმა, რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოში გადიან მკურნალობის კურსს, უარი განაცხადა ქალაქში ვიზიტად ჩასულ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე, იტყობინება „The Independent“-ი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელზე დაყრდნობით.
თურქეთში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სტიქიის ეპიცენტრი დენზლის პროვინციაში მდებარე ქალაქი ბოსქურთი იყო.
ექსპრეზიდენტის დასაკავებლად მის სახლში სპეცრაზმი მივიდა, სახლთან მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ და სპეცრაზმს ქვები დაუშინეს, საპასუხოდ კი მხარდამჭერებს სპეცრაზმი რეზინის ტყვიებით გაუსწორდა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
ქაბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ინფორმაციით, პოლიციის სადგურთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.