საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ახალი 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლების დირექტორებთან და რესურსცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს.
კორპორაცია Microsoft-ი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვასა და უწყებასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას დადებით შეფასებას აძლევს. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად იწყებს 1877 წლით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას. შენობა დაიბრუნებს პირვანდელ სახეს და მასში განთავსდება საკონფერენციო და სამუზეუმო დარბაზები, პირველ სართულზე არსებულ უძველეს მარანში მოეწყობა სამუზეუმო სივრცეები და ტექნოლოგიური ლაბორატორიები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის ხელმძღვანელობით სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის – „M ვექტორის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა, მინისტრმა ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“ ხელშეწყობით განათლებისა და მეცნიერების განვითარების 2022-2030 წლების სტრატეგიის შემუშავების პროცესის ეფექტურად დაგეგმვის მიზნით ორდღიანი სემინარი გაიმართა.
პროფესიულ კოლეჯში „მერმისი“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა. კოლეჯის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს მიაწოდეს ინფორმაცია კოლეჯის პროფესიული პროგრამების შესახებ, ასევე ისაუბრეს რეგისტრაციის პროცესზე, ტესტირებასა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებზე. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დაესწრო.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ოსურ ენაში ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა, - ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.