საქართველოს მასშტაბით მოქმედმა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებათა უმეტესობამ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ შემოწმება გაიარა და მიმდინარე წლის 6 ივლისიდან სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღო.
პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მორიგი პროფესიული კოლეჯი ქალაქ ხაშურში შენდება.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე მუხლობრივად განიხილეს და მხარი დაუჭირეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით განათლების სისტემა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა. ზოგადი განათლების საფეხურზე მასწავლებლები მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგნენ, მიუხედავად იმისა, რომ საკლასო ოთახებიდან ონლაინ სწავლებაზე გადასვლა დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, მათ წარმატებით გაართვეს თავი ახალი ტექნოლოგიის საშულებით ვირტუალურ საგაკვეთილო პროცესის ორგანიზებას, რის შედეგადაც სემესტრი შედგა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს. ვირტუალურ გამოსაშვებ ცერემონიაზე, რომლის მასპინძელიც პროგრამის პარტნიორი - „საქართველოს საერთაშორისო სკოლა - ახალი სკოლა” იყო, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ევროკომისარი საბიუჯეტო და ადმინისტრირების საკითხებში, იოჰანეს ჰანი, ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰელი, იუნოპსის გენერალური მდივანი და აღმასრულებელი დირექტორი, გრეტა ფარემო და სხვა ოფიციალური პირები. ღონისძიება ვირტუალური პლატფორმის - ზუმის საშუალებით ჩატარდა და მას 1000-მდე სტუმარი ესწრებოდა.
2020-2021 სასწავლო წლისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით საჯარო სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ პირველკლასელთა მისაღებად განსაზღვრონ დამატებითი ადგილები. რეგისტრაციის III ეტაპზე, 2020-2021 სასწავლო წლისთვის მისაღები კონტიგენტის ოდენობა 80-მდე საჯარო სკოლაში გაიზრდება, კერძოდ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ქობულეთის, ოზურგეთის და ხაშურის საჯარო სკოლებში. ინფორმაცია თავისუფალი ადგილების შესახებ ხელმისაწვდომი გახდება 22 ივნისს ვებგვერდზე: catalog.edu.ge. დამატებით ადგილებზე რეგისტრაციის განხორციელება კი შესაძლებელი იქნება 23 ივნისის 12:00 საათიდან, სარეგისტრაციო ბმულის registration.emis.ge-ს საშუალებით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. გრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის შესაძლებლობა სკოლებს 22 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ექნებათ, რის შემდეგაც ახალი სახელმძღვანელოები დაიბეჭდება, ყველა საჯარო სკოლაში დარიგდება და თითოეული მოსწავლე უზრუნველყოფილი იქნება ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, თელავის პროფესიულ კოლეჯში „პრესტიჟი“ სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ვიცე-პრემიერთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლების, ინოვაციური ცენტრის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა და ბოდბის დედათა მონასტერი მოინახულა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა კახეთში ვიზიტისას მიხეილ გაფრინდაშვილის სახელობის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის №1 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.