სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვან საჯარო სკოლაში ახალი 2020-2021 სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დაიწყო.
საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციურ სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის „ტელესკოლის“ ახალი სეზონი დაიწყო. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი დღეს 09:00 საათიდან განახლდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიმართავს:
თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დღეს დისტანციურად დაიწყება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შემდეგ ქალაქებში: თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში დაიწყება, 1-ლი ოქტომბრიდან კი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება. აღნიშნული რეგულაცია უკვე მოქმედებს ქობულეთსა და ბათუმში.
თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადავადდა.
საქართველოში სწავლის დაწყება ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული, თუმცა, განათლების სამინისტრო დღეს არის მზად, რომ 15 სექტემბერს სკოლებში სწავლა განაახლოს, – განაცხადა განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროფესიული განათლების მართვის ახალი მოდელზე - პროფესიული უნარების ეროვნული სააგენტოს (SKILLS GEORGIA) კონცეფციაზე მუშაობას აგრძელებს. მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან, გიორგი პერტაიასთან და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სიღრმისეულად განიხილა სააგენტოს კონცეფცია და ამ მიმართულებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა 15 სექტემბრიდან დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.