განათლება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და იულიხის კვლევით ცენტრს (FZJ) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც, საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ (GGSB) ფარგლებში, საქართველოსა და გერმანიას შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ვოლფგანგ მარქუარდტმა და დირექტორმა ჰანს შტროერმა მოაწერეს.

სრულად...

დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია.

სრულად...

მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020” მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსზე „ევროპელ მკვლევართა ღამე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარდგენილმა პროექტმა “CAPTAIN: Science is the Captain” გაიმარჯვა და 197 500 ევროს ღირებულების გრანტი მოიპოვა.

სრულად...

ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება. მსურველებს რეგისტრაციის გავლა დღეს, საღამოს 18:00-მდე შეუძლიათ.

სრულად...

ევროპის საბჭოს მიერ დაარსებულმა ასოციაციამ  „Compendium of Cultural Policies & Trends“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და  სპორტის სამინისტროს მიერ ონლაინ რეჟიმში შეთავაზებული კულტურული ღონისძიებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.  

სრულად...

გიორგი გახარიამ ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება, თუმცა არც აკადემიური წელი გამოცხადდება.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საგანგებო სხდომაზე მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს დისტანციური გაკვეთილების ჩატარებისთვის და ასევე „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ტელესკოლის პროექტის განხორციელებისთვის, როგორც ქართული სკოლების მოსწავლეების, აგრეთვე ეთნიკური უმცირესობების სკოლების მოზარდებისთვისაც.

სრულად...

საქართველოში საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამა GLOBE დაინერგება. პროგრამის ოფიციალური გახსნის მიზნით, 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და CENN – კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ონლაინ რეჟიმში გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ მოაწერეს.

სრულად...

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, პირველკლასელთა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები დადგინდა.

სრულად...

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან ღასან ხალილთან ვიდეოკონფერენცია გამართა. შეხვედრის ძირითად მიზანს COVID-19-ის 2020 წლის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად უკვე გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების განხილვა წარმოადგენდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი