საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, სადაც მოქალაქე დიდი ოდენობით პლასტიკის ბოთლებს ყრის მდინარეში, საქმისწარმოება დაიწყო.
„გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა. მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა.
აგრარულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კლაუს ფაიგელმა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის, ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“, რომლის საფუძველზეც ქვეყანა 24 მილიონ ევრომდე მოცულობის გრანტს მიიღებს.
„ბევრი ჩვენგანი კლიმატის ცვლილებას აღიქვამს როგორც მისგან დისტანცირებულ პრობლემას, რომელიც სადღაც შორს არის - რეალურად, ეს აქ ხდება, ჩვენს უშუალო გარემოში. სწორედ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც მომავალში დაგვაზღვევს იმ რისკებისგან, რასაც კლიმატური ცვლილებები, გარემოს დაბინძურება და გლობალური დათბობა ქმნის. ეს ხელისუფლებასთან ერთად, ყველა მოქალაქის გასაკეთებელია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ლიდერთა სკოლის“ სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს, პიტერ ვიბლერს შეხვდა.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონპროექტი ონლაინ ფორმატში გამართულ მორიგ შეხვედრაზე განიხილა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალურად გამოაცხადეს მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის დაწყების შესახებ. კვლევა „ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში (VCA4D) ჩატარდება.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით და პასუხისმგებლიანი ადამიანებით. ეს ის გუნდია, რომელიც მთავრობის პროგრამის განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას შემდეგი 4 წლის განმავლობაში. წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა მოიცავს ქვეყნის ყველა ასპექტს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, სოფლის განვითარების უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოს ტყის სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა ონლაინ გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.