GUARDIAN.GE - რუსეთმა გააფრთხილა ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ამ ქვეყნების ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა ევროპას სტაბილურობას არ მოუტანს. კრემლის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ალიანსი რჩება კონფრონტაციისკენ მიმართულ იარაღად“.
საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება. საგარეო ქმედებათა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრებს დღეს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.
ჩემი კოლეგა და ძალიან ბევრი წლის მეგობარი, რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ბიზნეს ინჟინერიისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის დირექტორი დენის სჩეულოვსი.
ეროვნული გვარდიის საველე-საწვრთნელ ბაზაზე ,,პალდო" მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე კადრირებული ბატალიონის მორიგი გეგმიური შეკრება გაიმართა. რეზერვისტების შეკრებას საჯარო და კერძო სექტორიდან მათი დამსაქმებლები დაესწრნენ.
GUARDIAN.GE - საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არც ისე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და იგი მეორე ტურში უკვე მეორედ, მეორე ადგილზე გასულ ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენს დაუპირისპირდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარში იმყოფებოდა, სადაც ახალი სკოლა დაათვალიერა.
მარნეულში ახალაშენებული, ევროპული სტანდარტების სკოლა დავათვალიერეთ, რომელიც შარშან გაიხსნა და დაახლოებით 4 მლნ ლარი დაჯდა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 150-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია- მშენებლობა განვახორციელეთ და ეს პროცესი გრძელდება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქუთლიარში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, სადაც ახალი სკოლა დაათვალიერა.
GUARDIAN.GE - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა აღიარა, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ სერიოზული დანაკარგები განიცადა. ტელეკომპანია „სქაი ნიუსთან“ პირდაპირი ჩართვისას დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთს „ჯარისკაცების მნიშვნელოვანი დანაკარგები“ აქვს, თუმცა კრემლის წარმომადგენელს დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა არ დაუსახელებია.
გუშინ ჭიაბერაშვილი დაკომპლექსებულებად გვაცხადებდა ყველას, ვისაც ნაციონალური მოძრაობის ფუნდამენტური მიუღებლობა გვაქვს.
GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციების ახალ ტალღას, მაგრამ აცხადებს, რომ ეს არ არის საკმარისი. ბოლოს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში იგი მოუწოდებს დასავლეთს უფრო შორს წავიდეს და რუსული ნავთობის გამოყენებას გამოუცხადოს ბოიკოტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.