ჩვენ დღეს გვაქვს 800 სკოლა გასარემონტებელი, აქედან 80 ახალი სკოლის აშენება მოგვიწევს, 220 სკოლის სრული რეაბილიტაცია და დარჩენილის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ მინდა რამდენიმე პროექტი გამოვყო; პირველი არის სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი, თანამედროვე ბაზის მშენებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ვაზიანის სასროლეთზე მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა. საველე წვრთნებში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51 -ე ბატალიონის დაქვემდებარებული ქვედანაყოფები და ჰაერსაწინააღმდეგო ჯგუფები მონაწილეობდნენ.
დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (DEMA) მენტორობით, საქართველოს ეროვნული გვარდიის რეზერვისტებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობით საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ერთკვირიანი ტრენინგი გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების 20-კაციანი ჯგუფი ნიდერლანდებში გაემგზავრა, სადაც ისინი 16-აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოში ვიზიტად ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის (USAREUR-AF) მეთაურის სპეციალური ასისტენტი იმყოფება. გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ამერიკელ გენერალს საქართველოში კიდევ ერთი ვიზიტისა და პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარების პროცესში შეტანილი პირადი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
იყო დრო, საფრანგეთი და ამერიკა ნამდვილად მეგობრული ქვეყნები იყვნენ. საფრანგეთმა დიდი დახმარება გაუწია ამერიკას რევოლუციური ომების პერიოდში, მათ შორის სამხედროც. ფრანგები ამარაგებდნენ გენერალ ვაშინგტონის არმიას იარაღით, ტყვია-წამლით, სამხედრო ფორმებით; უშუალო ბრძოლებშიც ებმებოდნენ ბრიტანულ ფლოტთან. ფრანგებმა აჩუქეს ამერიკას თავისუფლების ქანდაკებაც.
GUARDIAN.GE - უკრაინის უშიშროების სამსახურმა ქვეყნის ყველაზე მთავარი პრორუსი პოლიტიკოსი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოკავშირე, ვიქტორ მედვედჩუკი დააპატიმრა. მედვედჩუკი, რომელიც ხელმძღვანელობდა პარტიას ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის და რომელიც მხარს უჭერდა რუსეთთან მჭიდრო კავშირებს, თავდაპირველად 2021 წელს დააკავეს ღალატისა და ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით.
საწვრთნელ ბაზა მანავში, სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამის მე-19 ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა. დღეიდან უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში მშობლიურ ენაზე ექნებათ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.