GUARDIAN.GE - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი „რადიკალურად შეამცირებს სამხედრო მოქმედებებს“ ორ ფრონტზე - კიევისა და ჩერნიგოვის ფრონტებზე, იტყობინება რუსული სახელმწიფო მედია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრს ჯეიმს ჰიპის შეხვდა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და წარმატებული პარტნიორობა. მან ბრიტანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
GUARDIAN.GE - თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ახლა დროა „სოლიდურ შედეგებს ველოდოთ“ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებიდან. სტამბოლში საუბრისას ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ „ორივე მხარეზეა დამოკიდებული, რომ შეჩერდეს ეს ტრაგედია“.
ივანიშვილმა და სააკაშვილმა ერთმანეთს ადგილსამყოფელები უნდა გაუცვალონ, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე წერს.
GUARDIAN.GE - პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ნეიტრალურ სტატუსზე გადაწყვეტილება შეუძლია რეფერენდუმზე მიიღოს, რადგანაც კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების მიღებას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება. ამის შესახებ, როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ზელენსკიმ რუსულ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებთან ისაუბრა.
GUARDIAN.GE - აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მტკიცედ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „არ შეიძლება დარჩეს ხელისუფლებაში“, მაგრამ თეთრმა სახლმა მოგვიანებით განმარტა, რომ ეს არ იყო რეჟიმის შეცვლისკენ მოწოდება. „ღვთის გულისათვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში“, - განაცხადა ბაიდენმა ვარშავის სამეფო ციხესიმაგრეში წარმოთქმული სიტყვის ბოლოს.
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საერთო საჯარისო ცენტრის მანევრის ცენტრის ქვეითი სკოლის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცა.
GUARDIAN.GE - რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, მას შემდეგ რაც უკრაინის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ იგი გულის შეტევით საავადმყოფოშია გადაყვანილი, საჯაროდ გამოჩნდა.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 19 წელი შეუსრულდა. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალს საქართველოს ეროვნული გმირის ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.