გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებმა “თბილისის დამცველთა“ დღე ტრადიციული ლაშქრობით აღნიშნეს.
ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ. პირადი შემადგენლობა გაეცნო ოკუპაციის მუზეუმს, სადაც წარმოდგენილია საქართველოს უახლესი (1918-1921 წლები) ისტორიის ამსახველი დოკუმენტები, ხელნაწერები, აღნიშნული პერიოდის მოღვაწეების ბიოგრაფიები და სხვ.
პრემიერს მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ჰქონდა შეხვედრები როგორც სახელმწიფოს მეთაურებთან, ასევე კერძო სექტორთან, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, პრემიერ-მინისტრის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა.
GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, არსებობს სამხილები იმის თაობაზე, რომ რუსეთი გეგმავს „ყველაზე დიდ ომს ევროპაში, 1945 წლის შემდეგ“. როგორც მან BBC-ის განუცხადა, „ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ გეგმის განხორციელება გარკვეულწილად დაწყებულია“. ჯონსონმა, სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის მსგავსად თქვა, რომ რუსეთს განზრახული აქვს უკრაინაში შეჭრა და მისი დედაქალაქის, კიევის ალყაში მოქცევა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მიუნხენში კანადელ კოლეგას შეხვდა. ანიტა ანანდთან შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ კანადელ კოლეგას განსაკუთრებული პარტნიორობისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ჩვენ გვქონდა შეხვედრა დღეს ისრაელის დელეგაციასთან, პრემიერ-მინისტრი ხვდება რამდენიმე ქვეყნის დელეგაციებს - ისრაელის დელეგაციასთან პრემიერმა ისაუბრა ჩვენს ურთიერთობაზე, იმ საკითხებზე, რაც უკვე დაწყებული გვაქვს ისრაელთან, ეს ეხება სამხედრო ინდუსტრიას, ეს ეხება სხვადასხვა სფეროებში ჩვენს თანამშრომლობას. ასევე აღსანიშნავია, რომ პრემიერი ყველა შეხვედრაზე ხაზს უსვამს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას კავკასიასა და ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიუნხენში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფება.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გადაწყვეტილი აქვს უკრაინაში შეჭრა და თავდასხმა შესაძლოა „მომავალ დღეებში“ მოხდეს. ბაიდენის თქმით, შეფასება აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციაზეა დაფუძნებული და სამიზნე, ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. შეერთებული შტატების განცხადებით, უკრაინის საზღვართან და უკრაინაში 169 000-დან 190 000-ამდე რუსი სამხედრო პირია განლაგებული და ეს რაოდენობა აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის თვითმგამოცხადებულ რესპუბლიკებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მებრძოლებსაც მოიცავს.
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედეთის თავდაცვის მინისტრს, პიტერ ჰულთქვისთს შეხვდა.
ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღე საქართველოსა და უკრაინასთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრით დაიწყო. სესია ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების გამოწვევები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ერთად განიხილა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.