უფრო მეტი

საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯოზეფ სპიშაკი ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) ეწვია. ნატოელ გენერალს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC) და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს და ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ბრიგადის გენერალ ჯოზეფ სპიშაკს საბრძოლო მომზადების ცენტრის ინფრასტრუქტურისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერდება. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური და თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა.

სრულად...

ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებებში ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, თითქოსდა ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა შეგნებულად გაანადგურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კადრები, - ამის შესახებ სამხედრო ჰოსპიტლის განცხადებაშია აღნიშნული.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „სპუტნიკთან“ და სამ სხვა რადიოსადგურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუკი ეს რუსეთზე იქნება დამოკიდებული, მაშინ ომი არ იქნება. მან ხაზი გაუსვა, რომ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით წინადადებები ულტიმატუმს არ წარმოადგენს და მასში არაფერი აღმაშფოთებელი არ არის, მოსკოვს კი მხოლოდ ის უნდა, რომ მასთან პატიოსნად იმუშაონ. 

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს თავის წერილობით პასუხში, რომელიც მოსკოვს ვაშინგტონმა და ბრიუსელმა წინადღით გადასცა, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარი არ უთქვამს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალებში უახლოეს პერიოდში მზის ენერგიის პანელების დამონტაჟება დაიწყება. თავდაცვის უწყებამ ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსგან გრანტი მიიღო, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზასთან ფოტოვოლტური ელექტროსადგურის მოწყობას მოხმარდება.

სრულად...

მადლიერების გრძნობით ვულოცავ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროთა დღეს ჩვენს გმირ მებრძოლებს და მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს ვუსურვებ მათ და მათ ოჯახებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ განიხილება პერსონალური სანქციების დაწესება ვლადიმერ პუტინის მიმართ, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. მისი თქმით, მსოფლიოსთვის „უზარმაზარი შედეგები“ ექნება რუსული ჯარის მიერ უკრაინის საზღვრის გადალახვას და ეს შესაძლოა, „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მსხვილი შეჭრა“ იყოს. მან დაამატა, რომ თავს ვალდებულად მიიჩნევს, გააძლიეროს ნატოს ყოფნა აღმოსავლეთ ევროპაში.

სრულად...

GUARDIAN.GE - პენტაგონის განცხადებით, 8 500 ამერიკელი ჯარისკაცი სრულ მზადყოფნაშია განლაგდეს ბრძანების შესაბამისად, თუმცა ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება თუ სად განლაგდება ჯარები. როგორც პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ნატოს სამხედრო ალიანსი გადაწყვეტს გააქტიუროს სწრაფი რეაგირების ძალები „ან თუკი სხვა სიტუაციები განვითარდება“ რუსული სამხედრო ძალების მობილიზების გარშემო. მან დაამატა, რომ ჯარების უკრაინაში განლაგების გეგმები არ აქვთ.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროში ვიზიტის ფარგლებში მისიის ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს და თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი