უფრო მეტი

GUARDIAN.GE - რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინიდან თავისი დიპლომატების ევაკუაცია განახორციელოს, იტყობინება მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. „ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია ვიზრუნოთ რუს დიპლომატებსა და საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლებზე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების ცნობითვე, ევაკუაციის პროცესი „ძალიან ახლო მომავალში“ დაიწყება.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კანონმდებლებს შეიარაღებული ძალების რუსეთის საზღვრებს გარეთ გამოყენების ნებართვის მიღებაზე თხოვნით მიმართა, რასაც ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატამ კენჭისყრაზე ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. ეს კი პუტინს ოფიციალურად რთავს ნებას გააგზავნოს ჯარები უკრაინის დონბასის რეგიონში და სხვაგანაც.

სრულად...

GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ხუთი რუსული ბანკის წინააღმდეგ სანქცირების შესახებ გამოაცხადა. ეს ბანკებია: „რასია“, „IS ბანკი“, „ჯენერალ ბანკი“, პრომსვიაზბანკი“ და „ბლექ სი ბანკი“. პრემიერ-მინისტრმა ასევე სანქციები დაუწესა სამ პირს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს. ჯონსონმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ბოლო შესაძლებლობამდე განაგრძობს მცდელობას საკითხი დიპლომატიური გზით მოგვარდეს, მაგრამ არ უნდა იქნას გამორიცხული, რომ პრეზიდენტი პუტინი მზად არის უფრო შორს წავიდეს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბრიტანეთის „ურყევი მხარდაჭერის“ გარანტიები მისცა.

სრულად...

GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იგი განიხილავს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნას, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე. მან ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე დაჟინებით მოუწოდა თავის ევროპელ მოკავშირეებს არ დაელოდონ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. მან რუსეთთან ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შესაძლებლობა უარყო, მაგრამ თქვა, რომ მზად არის საომარი მდგომარეობა შემოიღოს, თუკი ეს მოხდება.

სრულად...

GUARDIAN.GE - გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების გათვალისწინებით, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის სერტიფიცირება ვეღარ გაგრძელდება. რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში დასრულდა, მაგრამ ამ დრომდე არ დაწყებულა მისი ოპერირება.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს და დაღუპული გმირი გაიხსენეს.

სრულად...

სასწავლო დაწესებულებებში – სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში – უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, სკოლებისთვის შემუშავებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრ ემინ ამრულაევს შეხვდა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ დღეს გამოაცხადებს, რაც მოსკოვის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას და იქ რუსული სამშვიდობო ძალების განლაგებას უკავშირდება.

სრულად...

GUARDIAN.GE - კრემლის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინის ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, პუტინმა გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებს უთხრა, რომ მას განზრახული ჰქონდა დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიების, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი