GUARDIAN.GE - ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჯომართ ტოყაევმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალებს „გაფრთხილების გარეშე ცეცხლის გახსნის“ უფლება მისცა. მან ასევე თქვა, რომ „20 000 ბანდიტი“ დაესხა თავს ალმათის, ქვეყნის ყოფილ დედაქალაქს, რომელიც პროტესტის ეპიცენტრად იქცა.
GUARDIAN.GE - ОДКБ-ს რუსული სამშვიდობო ძალების ძირითადი კონტინგენტი - საჰაერო-სადესანტო ძალების ქვედანაყოფები - მოსკოვის, ივანოვსკის და ულიანოვსკის ოლქების აეროდრომებიდან ყაზახეთში გასაფრენად ემზადება, იტყობინება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო.
GUARDIAN.GE - ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ტერორისტული საფრთხეების დასაძლევად დახმარებისთვის ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურებს მიმართა. „ОДКБ-ის პარტნიორებისთვის დახმარების მიმართვას დროულად და სათანადოდ მივიჩნევ“, - განაცხადა თოყაევმა, როგორც ამას Sputnik Казахстан-ი იუწყება.
„მივესალმები ყაზახი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ რაც არ უნდა რეპრესიები განახორციელოს რეჟიმმა, რამდენი ხალხიც არ უნდა დაიჭიროს, რა სპეცრაზმებიც არ უნდა მიუქსიოს, მთავარი ძალა თავისუფლებისმოყვარე ხალხშია“, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.
GUARDIAN.GE - ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს ნურსულთან ნაზარბაევის ნაცვლად თავად უხელმძღვანელებს. ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.
GUARDIAN.GE - საწვავზე ფასის გაძვირების გამო დაწყებული ანტისამთავრობო პროტესტი ყაზახეთის მთავარ ქალაქ ალმათიში მერიის ოფისში შეჭრით გაგრძელდა. პოლიციის მიერ ცრემლსადენი გაზისა და ხმოვანი ყუმბარების გამოყენების მიუხედავად, დემონსტრანტებმა მაინც შეძლეს მერიის შენობაში შეღწევა.
ყაზახეთის კომპარტიის ცკ-ს პირველმა მდივანმა - ბატონმა ნურსულთან ნაზარბაევმა, ისტორიული უდიდესი კატაკლიზმების შემდეგ ხელში ჩავარდნილი შესაძლებლობიდან აქამდე ისტორიულად არარსებული სახელმწიფო ყაზახეთი შექმნა - დღეს ევრაზიის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და შეძლებული სახელმწიფო!
პოლიტიკაში გადამწყვეტია არა ის, თუ პროტესტის რა ფორმებს იყენებ, არამედ ის, რომ მისი ორგანიზება მოხდეს სწორ დროს, სწორ ადგილზე, სწორი მოთხოვნებით, რათა მოიცვა პოლიტიკურად აქტიური მოსახლეობის უმრავლესობა და მიიღო საერთაშორისო მხარდაჭერა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ახალ წელს გორში, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა. თავდაცვის მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მისი მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური და აღმოსავლეთის სარდალი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.