„მიშა შიმშილობს და მე აქ გემრიელ სადილებს გემოს ვერ ჩავაყოლებ, კისერში გამეჩხირება ლუკმა, საქმე თუ არ გავაკეთეთ“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები მარინა მაკნამარა Facebook-ზე წერს და მოუწოდებს ემიგრანტებს, საქართველოში საპროტესტო აქციებს მხარდასაჭერად ფინანსური დახმარება გაიღონ.
აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქ კოლეგასთან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს კახეთში, წინანდალში მასპინძლობს. აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალი დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
რომელიმე ქვეყანაში, სადმე, აი სულ სადმე, კულტურის მინისტრს გაუკეთებია განცხადებები ექსტრადიციაზე, ბრალზე, დაჭერაზე?
საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები იყო მთავარი თემა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქარს შორის შეხვედრისას.
7-8 ოქტომბერს საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს ნატო-ს სამხედრო კომიტეტს ახალი თავმჯდომარის ადმირალ ბაუერის მეთაურობით. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-7 როტაციის ნაკრებმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელი მისია (EUTM RCA) დაასრულა. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა უფლებამოსილება მე-8 როტაციით ჩასულ ნაკრებ ოცეულს გადააბარეს და საერთაშორისო მისიის წარმატებით განხორციელება უსურვეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021 დაიწყო. ყოველწლიურ სწავლებაში სამი ქვეყნის - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის 200-ზე მეტი მონაწილეა ჩართული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში იმყოფება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. თავდაცვის მინისტრმა საკუთარი არჩევანი მეუღლესთან ერთად საბურთალოს რაიონის მე-3 საარჩევნო ოლქის მე-5 უბანზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.