უფრო მეტი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალი ენცო ვეჩარელი იმყოფება. იტალიელ გენერალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შეხვდა. მინისტრმა გენერალ ენცო ვეჩარელის იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში გაწევრიანების გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სრულად...

საქართველოში ვიზიტად მყოფი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციის წევრები წეროვანში მდებარე საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ. კონგრესმენებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გარკვეულ მედიასაშულებებში ვრცელდება თითქოსდა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა და შესაბამისმა პერსონალმა ვაზიანში ერთ-ერთი კორპუსი დაცალეს.

სრულად...

უკვე მერამდენე დღეა ვუსმენთ საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების უსაზღვრო ცინიზმით სავსე განცხადებებს, რომლებზეც ქართული საზოგადოება რატომღაც იცინის; არადა, სასაცილო არაფერია. 

სრულად...

თემურ თოლომაშვილი, რომელმაც დღეს თვითმფრინავის დაშვება შეძლო, რომელიც თბილისის თავზე 2 საათი მოძრაობდა ტექნიკური ხარვეზის გამო.

სრულად...

მე ავიცერი და არ ვიცი, რა არის მასში ...არც ის ვიცი, რა არის იმ ვაქცინებში, ბავშვობაში რომ გამიკეთებია, ან რა არის "ბიგ მაკში", "ჰოთ დოგში", ან სხვა სამკურნალო საშუალებებში - იქნება ეს კიბოს წამალი, შიდსის თუ პოლიართრიტის საწინააღმდეგო, ან ჩვილებისა და ბავშვების ვაქცინები. მე ვენდობი ჩემს ექიმს, როდესაც ის ამბობს, რომ ეს საჭიროა.

სრულად...

ავღანეთში აშშ-სა და ნატოს მარცხმა ახალი ვითარება შექმნა მსოფლიოში. თალიბებმა გაანთავისუფლეს თავიანთი სამშობლო საოკუპაციო ძალებისგან. აშშ-სგან კი დიდი რაოდენობით თანამედროვე სამხედრო ტექნიკა ჩაიგდეს ხელში!  ამერიკამ სამხედროების გამოყვანა დაასრულა, მაგრამ ასეულობით ათასი ავღანელი, რომლებიც საოკუპაციო ძალებს ემსახურებოდნენ და ადგილობრივ რეჟიმთან თანამშრომლობდნენ თალიბების ანაბარა მიატოვა. 

სრულად...

ქუთაისს რაიმე კი არ წავართვით, ქუთაისს ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური საჩუქარი გაუკეთა - მეგაპროექტი ქუთაისის უნივერსიტეტის სახით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს , ქუთაისიდან პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ფინეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში კირსტი ნარინენს შეხვდა. შეხვედრაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიმართ ფინეთის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობა. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის მეთოდების აქტიურ გამოყენებაზე ისაუბრეს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე ნორვეგიის სამეფოს ელჩს საქართველოში, ჰელენე სანდ ანდრესენს შეხვდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი