საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მე-9 როტაციის ფარგლებში, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ქვეითმა ბატალიონმა საბრძოლო სროლებით დასკვნითი სწავლება ჩაატარა.
სამხედრო ექიმები იმუნიზაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი და მოქალაქეთა ვაქცინაციას საცხოვრებელ ადგილზე უზრუნველყოფენ. საქართველოს თავდაცვის ძალების მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდნენ.
დღეს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ხსოვნას მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში პატივი მიაგეს.
მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე ბატალიონმა ვაზიანის სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა. გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე ბატალიონი და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები მონაწილეობდა. წვრთნების მიზანს ბატალიონის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და სხვადასხვა საბრძოლო ელემენტების კოორდინაცია და შერწყმა წარმოადგენდა.
ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სამხედრო ექიმები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებში მოსახლეობის ვაქცინაციას განაგრძობენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას კოვიდპანდემიის მართვის არაეფექტურობის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „მათი გადაწყვეტილებები პირდაპირ უკავშირდება მრავალი ათასი ადამიანის სიკვდილს“
თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციას განაგრძობენ. დღეს, სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - აცანასა და აკეთში იმყოფებოდნენ და ადგილობრივი მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს.
თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში აქტიურად მონაწილეობენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები კასპის სოფლების შემდეგ მცხეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალებში მასობრივი იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ახლადგარემონტებულ ლაზარეთში ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა.
ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.