2021 წელს პირველად ჩატარდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა, აქტიურად ვმუშაობთ მათ სკოლაში დასაბრუნებლად, - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
თავდაცვის მიმართულებით კიდევ ერთხელ მინდა, ჩამოვაყალიბო ჩვენი გეგმები. ჩვენი გრძელვადიანი პრიორიტეტია ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, დაზვერვისა და თვალთვალის, საინჟინრო შესაძლებლობების განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებელთა ანაზღაურება და 2030 წლისთვის, საშუალო დატვირთის პირობებში, 2 200 ლარს გადააჭარბებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში ქართველი მშვიდობისმყოფელების მორიგი ასეული დაბრუნდა. სამხედრო მოსამსახურეებს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" წარმატებით დასრულება და მშვიდობით დაბრუნება საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ მეთაურს, გიორგი რაზმაძესა და მის მოადგილეს, პაატა გიგაურს შეხვდა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კლაუს ფაიგელმა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის, ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“, რომლის საფუძველზეც ქვეყანა 24 მილიონ ევრომდე მოცულობის გრანტს მიიღებს.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს. კურსი ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ (PFP) ფარგლებში ტარდება.
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მესამე ნაკადი ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრები დახვდნენ.
საქართველოში ვიზიტად იტალიის თავდაცვის ძალების დელეგაცია იმყოფება, რომელსაც იტალიის თავდაცვის შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ბრიგადის გენერალი დავიდ მორპურგო ხელმძღვანელობს.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP), ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) ინიციატივის ნორვეგიელ ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ კენეტ ბაკენს მედალი - „ღირსეული პარტნიორი“ გადასცა. ვიცე-პოლკოვნიკმა კენეტ ბაკენმა უწყებრივი ჯილდო ქართული მხარისათვის 2019 წლის აგვისტოდან დღემდე გაწეული დახმარებისთვის მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.