საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ოფიციალურ ვიზიტად რუმინეთში იმყოფებოდა. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი რუმინეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც ქართველმა გენერალმა რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან ნიკოლაე-იონელ ჩიუკასთან და რუმინელ კოლეგასთან, გენერალ-ლეიტენანტ დანიელ პეტრესკუსთან შეხვედრები გამართა.
ვაზიანის პოლიგონზე ასეულის დონის სამეთაურო-საშტაბო სიტუაციური სწავლება "ვაზიანი-21“ დასრულდა. სამხედრო წვრთნები 72 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მე-4 მექანიზებული ბრიგადის ყველა ქვედანაყოფმა მიიღო მონაწილეობა.
„გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა. მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აბიტურიენტებს მიმართავს.
ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა. თავდაცვის მინისტრმა ალიანსის წევრებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებთან ერთად თავდაცვის რეფორმირების პროცესი გააცნო, რომელიც ნატო-სთან თავსებადი, მაღალი მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანი ძალების ჩამოყალიბებას ემსახურება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის მხარდაჭერით, თავდაცვის უწყებაში უსაფრთხოების ახალი სისტემები დანერგა.
სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2021-2022 სასწავლო წლისათვის მისაღებ მოსწავლეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველ მოსწავლეებს რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა 4 ივლისამდე აქვთ.
GUARDIAN.GE - ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა კანადაში რეკორდულად მაღალი სიცხეების გამო. პოლიციის ცნობით, ვანკუვერის რაიონში 130 ადამიანის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, მათგან უმეტესობა ასაკოვანი იყო და ჯანმრთელობის პრობლემები გააჩნდათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.