GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაბლოკა ათეულობით ირანული ვებგვერდი, რომელთაც ბრალი დეზინფორმაციის გავრცელებაში ედებათ. მათ შორისაა ირანის სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული „პრეს ტვ“ და „ალ-მასირაჰ ტვ“, რომელიც ირანის მხარდაჭერილი „ჰუტების“ მოძრაობის მიერ არის მართული.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახალქალაქში მდებარე, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს ეწვია, სადაც დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
ნატოს გადაწყვეტილებით, ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ მიმდინარე წლის სექტემბრამდე ეტაპობრივად დასრულდება. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ნატოსთან შეთანხმებული გრაფიკით ტოვებენ ავღანეთს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, ახალციხეში, პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
GUARDIAN.GE - სომხეთში, გასულ წელს აზერბაიჯანთან გამანადგურებელი შედეგით დასრულებული ომის შემდეგ, რასაც მთიანი ყარაბაღის დაკარგვა მოჰყვა, 20 ივნისს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, გამარჯვება პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოიპოვა, თუმცა მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, რობერტ ქოჩარიანმა არჩევნების შედეგები საეჭვოდ გამოაცხადა და თქვა, რომ გაყალბებას აქვს ადგილი.
ახლა „მთავარზე“ ვუსმენ ეკა კვესიტაძეს ექსპერტებითურთ, რომლებიც იმპერატიულად აცხადებენ, რომ თურმე ვინც თურქეთზე ან ალიევ-აზერბაიჯანზე იტყვის, რომ მათ ტაო-კლარჯეთი ან დავით გარეჯი წაგვართვეს, რუსეთის აგენტია.
GUARDIAN.GE - 18 ივნისს გამართულ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრაკონსერვატორი კლერიკალი და მართლმსაჯულების ხელმძღვანელი, 60 წლის ებრაჰიმ რაისი ლიდერობს. ინფორმაციას ირანული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სხვა კანდიდატებმა - მათ შორის ულტრაკონსერვატორებმა, მოჰსენ რეზაიმ და ამირჰოსეინ ღაზიზადე-ჰაშემიმ და რეფორმატორმა, აბდოლნასერ ჰემატიმ, დამარცხება აღიარეს და რაისს გამარჯვება მიულოცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.