საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში, ხაშურში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად ალ. ყაზბეგის ქუჩის მონაკვეთს და მიმდებარე ტერიტორიას „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანი“ ეწოდა და სპეციალური დაფა განთავსდა.
საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში თავდაცვის ძალების შესახებ ლექცია გაიმართა.
რიონის ხეობის მცველთა თავკაცი ვარლამ გოლეთიანი ბევრმა „გმირად“ შერაცხა, რადგან დაბეჩავებულ ხალხს ხმის ამომღები ცოტა ჰყავს და თუკი ვინმე დაინახეს მართალი და წინამძღოლი - გული მიეცემათ და იმედით შეჰყურებენ!..
ბერი რომ სისხლისღვრაზე დაიწყებს ლაპარაკს, იქ მთავრდება მისი სასულიერო პირობა და იწყება ზონდერობა!
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, პროთეზების მწარმოებელ ცნობილ გერმანულ კომპანია (Ottobock) ოტობოკ-სა და შპს „რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრს“ შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. სამეგრელოს რეგიონის შემდეგ საინფორმაციო შეხვედრები რაჭაში - ონისა და ამბროლაურის საჯარო სკოლებში გაიმართა. ლიცეუმის წარმომადგენლები სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.
25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა. ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ პროფესიული დღე ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის განახლებულ ბაზაზე აღნიშნა.
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.
„ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა იმ სომეხს, რომელიც 106 წლის წინ დაწყებულ გენოციდს ემსხვერპლა“, - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ოფიციალურად აღიარა, როგორც გენოციდი, რითაც ამერიკის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ასეთი შეფასება მისცა საუკუნის წინათ მომხდარს, რაც შესაძლოა, აშშ-თურქეთის ურთიერთობების გაუარესების საწინდარი გახდეს.
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 4 სამხედრო მოსამსახურე ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.