უფრო მეტი

ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები, ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით დატოვებენ ავღანეთს, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

“ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, ავღანეთის მისიის ეტაპობრივად, მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულების შესახებ. შესაბამისად, ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს დატოვებენ ქართული ქვედანაყოფებიც” - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სრულად...

ტყუილია ის, რომ "ენას გვართმევდნენ", ტყუილია, რომ "ენა გადავარჩინეთ" და ტყუილია ისიც, რომ შევარდნაძემ გმირული გადაწყვეტილება მიიღო, ხალხის მხარეს დადგა და კონსტიტუციაში დატოვა მუხლი, რომელიც ღაღადებდა, რომ საქართველოში ქართული ენა არის სახელმწიფო ენა.

სრულად...

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შვედ ექსპერტთან, ვიცე-პოლკოვნიკ ტომას გილმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივის, JTEC-ის საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენელს, მედალი „ღირსეული პარტნიორი“ გადასცა.

სრულად...

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა და თანამედროვე ინვენტარით მოწყობილი გარემონტებული ყაზარმები დაათვალიერა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო შესაძლებლობების აღდგენა და განახლება აქტიურად მიმდინარეობს. რემონტის შემდგომი საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა თავდაცვის ძალების კუთვნილმა მეორე განახლებულმა „სუ-25“-მაც. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

ასპინძის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი (2013-2017წწ), ცნობილი ვეტერანი მორაგბე, ლევან ცაბაძე პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრს, რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელს, დიმიტრი სამხარაძეს 2015 წელს პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან წასული ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წარმოთქმულ ბრალდებებს და მისი ოჯახის გინებას ახსენებს და ამბობს, რომ იმ პერიოდში სამხარაძე ყოფილ პრემიერ ოჯახს აგინებდა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა იმამურა აკირას ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სრულად...

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს აზერბაიჯანულენოვან საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობს.

სრულად...

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა. ტექნიკის თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი „სამხედრო ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების“ ფარგლებში განხორციელდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი