ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში 19.02.2021 წ. ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი სამთავრობო პროგრამა იდენტურია, იგივურია, არც ერთი სიტყვით და არც ერთი პუნქტუაციის ნიშნითაც კი, არ განსხვავდება 18.12.2020წ. გიორგი გახარიას მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი სამთავრობო პროგრამისაგან.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკომიტეტო მოსმენის შემდეგ პარლამენტარების შეკითხვებს უპასუხა. მან სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტაში” სამხედრო ტექნიკის - სამედიცინო დაჯავშნული მანქანების, ასევე შაშხანებისა და დრონების წარმოებაზე გაამახვილა ყურადღება და სამხედრო წარმოების კუთხით უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზეც ისაუბრა.
„მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ავაფრენთ პირველ სუ-25-ს, რომელთა აღდგენა ჩვენი შესაძლებლობებით მოხერხდა. შეგიძლიათ მობრძანდეთ და დაესწროთ. ყოველ მომდევნო თვეში დამატებით სატესტო რეჟიმში გაფრინდება კიდევ ერთი სუ-25,“ - ასე უპასუხა ავიაციის მოდერნიზაციის თემაზე პარლამენტარების კითხვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
უკონტროლო პანდემია, აბსოლუტურად ჩამოშლილი ეკონომიკა, გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, მოსალოდნელი და გარდაუვალი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე. რაც მთავარია, სრული პოლიტიკური ქაოსი ამერიკაში. CNN-მაც ვეღარ დამალა გუშინ, რომ პრეზიდენტის განცხადებების უმრავლესობა საერთოდ არ შეესაბამებოდა სტატისტიკურ რეალობას. ვაშინგტონის კულუარებში სერიოზული გადაჯგუფება იწყება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოში მეცნიერების განვითარების გეგმებზე ისაუბრა.
ერთადერთი, რამაც შეიძლება რევანშის წყურვილით გაბოროტებული „ნაცების“ დაბრუნება შეაჩეროს, არის საქართველოში დარჩენილი მცირე რაოდენობის ქრისტიან მამულიშვილთა გაერთიანება!
სასკოლო სახელმძღვანელოებთან დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში მოსწავლეთა მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან, რისი შესაძლებლობაც სამინისტრომ მათ კანონით მისცა.
პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა სამხედროებზე ზრუნვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება უწყების პრიორიტეტად დაასახელა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საკლასო ოთახებში მოსწავლეების დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის ძალიან დიდი მიღწევა.
„ის უპრეცედენტო თანამშრომლობა, რომელიც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან გვაქვს კიდევ უფრო გაძლიერდება და საფუძველი გახდება უფრო მეტი პრაქტიკული თანამშრომლობისა“, - ასე შეაფასა თავდაცვის მინისტრობის კანიდატმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.