უფრო მეტი

ვაშინგტონში სერიოზულად განიხილება უახლოეს პერიოდში ირანზე საჰაერო თავდასხმის სცენარი. პირველადი სამიზნე ირანის ბირთვული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა იქნება. პენტაგონმა ერაყის ქურთისტანში ერბილში მდებარე თავის ბაზაზე, ყატარსა და რეგიონში  რამდენიმე სტრატეგიული ბომბდამშენი B-52H Stratofortress გადაისროლა ჩრდ. დაკოტადან. 

სრულად...

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და მობილობის შემცირების მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქალაქების: თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, გორის, ზუგდიდის, ფოთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით დისტანციურად წარიმართება.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ექვს მნიშვნელოვან თანამდებობაზე კანდიდატები წარადგინა და განაცხადა, რომ „ამერიკა დაბრუნდა და მზად არის გაუძღვეს მსოფლიოს, ნაცვლად იმისა, რომ განზე გადგეს მისგან“.

სრულად...

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, უსინათლო და მცირემხედველ IV-VII კლასების  მოსწავლეებს აუდიო ფორმატის სახელმძღვანელოებით სწავლის შესაძლებლობა ექნებათ, რაც  პანდემიის პირობებში შესაძლებლობას მისცემთ, მიიღონ სრულფასოვანი განათლება. სამინისტროს მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს მათი მაქსიმალური დამოუკიდებლობა და სოციალური ინტეგრაცია.

სრულად...

დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პროცესის დაწყებას დათანხმდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სრულად...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსი კორონავირუსის პანდემიის დასასრულის იმედს გამოთქვამს. „ვაქცინის გამოცდებთან დაკავშირებით უკანასკნელი დადებითი ცნობებიდან გამომდინარე, ამ გრძელი, ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება. ახლა ნამდვილი იმედი არსებობს იმისა, რომ ვაქცინები - სხვა ნაცად და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებთან ერთად - დაგვეხმარება დავასრულოთ „კოვიდ-19“-ის პანდემია“, აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსი „თვითერის“ გვერდზე.

სრულად...

ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საიდუმლო მოლაპარაკებების გასამართად საუდის არაბეთში ჩაფრინდა, სადაც ტახტის მემკვიდრე პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება, იტყობინება BBC ისრაელის მედიაზე დაყრდნობით.

სრულად...

ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორი დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხის აღიარებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი