წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი ემილ ხაჩატურიანი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 15 სექტემბერს სწავლის პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა, სკოლა არ დაკეტილა და არც მომავალში აქვთ სურვილი, რომ ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ.
ჩინეთის რიტორიკა იცვლება, - ეს ისაა, რაც აქამდე არ იყო. ისინი არ მალავენ, რომ... ემზადებიან ომისათვის!..
გქონდათ 3 მილიარდი სპეციალურად კოვიდ19–თან გასამკლავებლად და თქვენივე პროგნოზით შემოდგომაზე ახალი ტალღისთვის მოსამზადებლად.
ვაზიანის პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის ერთი 152 მმ (2A65) მსტის ბატარეა საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტებითა და 152 მმ (2A36) გიაცინტის ოცეული საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტებით მონაწილეობდა.
ირანის ბირთვული პროგრამის ყველაზე მაღალი რანგის მეცნიერს, მოჰსენ ფახრიზადეს დედაქალაქ თეირანის ახლოს, აბსარდში, ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს, ჭრილობები მიაყენეს და იგი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.
ევროპელ მკვლევართა ღამისა და პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ეგიდით, Twinning-ის პროექტის ,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა და ინდუსტრიას შორის“ ფარგლებში, მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობის თემაზე ონლაინ კონფერენცია ჩატარდა.
სამხედრო-საინჟინრო და ლოჯისტიკის მიმართულებების განვითარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ერთეული მრავალფუნქციური, დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი (Backhoe loader) და 35 ავტობუსი (BMC-ს მარკის Neocity-ის ტიპის მოდელი) შეემატა.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრ სახლს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ საარჩევნო კოლეგია ოფიციალურ შედეგებს წარადგენს და ჯო ბაიდენს გამარჯვებულად გამოაცხადებს.
ვეტერანი სპორტსმენი, ძიუდოს ფედერაციის თანამშრომელი დავით ხახალეიშვილი თავისი ჯანმრთელობის შესახებ Facebook-ში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ „უმძიმეს ვითარებაში“ დახმარების ხელი საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ და მისმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გაუწოდა - „ქართუ“ სრულად დააფინანსებს ძვირადღირებულ ოპერაციასა და მკურნალობას.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ ელჩთან, ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.