აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ოპონენტი, დემოკრატიული „პარტიის საპრეზიდენტო“ კანდიდატი, ჯო ბაიდენი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკულ ოცნებას „გაანადგურებს“
საქართველოს თავდაცვის ძალებში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა. ტურნირის ფინალური ეტაპი ბათუმის ბულვარში ჩატარდა, რომელიც ეროვნული გმირის შვილის, ანა ანწუხელიძის მიერ შესრულებული ჰიმნით გაიხსნა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
იაპონიის პრემიერ მინისტრი სინძო აბე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თანამდებობის დატოვებას აპირებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"ჟივიე ბელარუს"!! - რეალური პოლიტიკური მდგომარეობა ბელარუსის გარშემო ისეთია, რომ როგორც ჩანს, რუსეთი ემზადება გაითამაშოს დასავლეთთან დიდი პოლიტიკური პასიანსი. მოსკოვი ეცდება დაითანხმოს ლუკაშენკო და გახდეს შუამავალი, დიალოგის ინიციატორი მასსა და ოპოზიციას შორის. დასავლეთი, თავის მხრივ, სთავაზობს მოსკოვს, რომ მან "დათმოს" ლუკაშენკოს ხელისუფლება და ექსკლუზიურად დაამყაროს პირდაპირი კავშირი ოპოზიციის საკორდინაციო საბჭოსთან. ან კიდევ, უახლოეს დღეებში "დააჯინოს" თავად ლუკაშენკო და მისი მოწინაღმდეგეები მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა თავიდან იქნას აცილებული მასშტაბური სისხლისღვრა და უზრუნველყოს ახალი არჩევნების ჩატარება, მშვიდობიან და სამართლიან გარემოში.
ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხატავეთში, მაშავერას გორაზე ნეოლითური პერიოდის – 8 ათასი წლის წინანდელი, აქამდე უცნობი არქიტექტურა გამოავლინა.
განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სტიპედიატთა ყოველწლიური ფორუმი ჩატარდა, რომლის მიზანს სხვადასხვა თაობის სტუდენტთა შეხვედრა და გაცნობა და მათი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
დღეს, 28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამაყრო ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა-ლოცვა აღესრულება.
საქართველოს თავდაცვის ძალებში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირის ფინალურ შეხვედრებს „3X3 კალათბურთში“ ბათუმი მასპინძლობს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო-კერძო თანამშრომლობის ფორმატზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მართვის ახალ მოდელზე მუშაობს. ახალი მოდელის კონცეფცია მინისტრის მოადილემ, თამარ ქიტიაშვილმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან, გიორგი პერტაისთან ერთად, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქტიური რეზერვის პროგრამის შესახებ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში ქალაქ თელავიდან დაიწყო. საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები თელაველებს შეხვდნენ და ტერიტორიული რეზერვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სამხედრო მოსამსახურეებმა პროგრამით დაინტერესებულ პირებს რეზერვის პირობები დეტალურად გააცნეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებისათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.