სკოლებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით აღჭურვას უზრუნველყოფს.
საქართველოს თავდაცვის უწყების ბალანსზე არსებული ბინების დაკანონებასთან დაკავშირებით, სამინისტროში კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისია თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროექტის ეფექტიანი და სწრაფი წარმართვის მიზნით, სპეციალური ბრძანებით შეიქმნა. კომისიის წევრებმა კომისიის თავმჯდომარეს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ჯუანშერ ბურჭულაძეს პროცესის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
იტალიის ყოფილ პრემიერ მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის კორონავირუსი დაუდასტურდა. 83 წლის ბერლუსკონი მილანთან ახლომდებარედ საკუთარ სახლში იზოლაციაში იმყოფება და მუშაობას იქიდან განაგრძობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გერმანიის მთავრობის განცხადებით, რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამლეს. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა სტეფან ზიბერტმა განაცხადა, რომ „ალექსეი ნავალნი რუსეთში ქიმიური ნერვული აგენტით თავდასხმის მსხვერპლია“.
მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეების სკოლაში სიარული და ცხრილის ისე ორგანიზება, რომ ყველა მოსწავლემ იაროს სკოლაში, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
თბილისის, თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთისა და ბათუმის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები მცხეთას ესტუმრნენ. მათ მცხეთელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქტიური რეზერვის პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მეექვსე როტაციას განახორციელებენ.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ სასკოლო პროცესის გადადებაზე არანაირი საუბარი არ მიდის იმის მიუხედავად, რომ „ჩვენ გვყავს 38 ინფიცირებული“.
„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ოფიციალურ გახსნამდე, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ქვედანაყოფებმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება გამართეს.
ბრიტანულმა Sunday Express-მა ამერიკულ კვლევით ცენტრს Democracy Institute-ს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების სოციოლოგიური კვლევა შეუკვეთა და შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ტრამპი ბაიდენს ქვეყნის მასშტაბით 3%-ით უსწრებს, ხოლო მერყევ შტატებში, რომელთაც ასევე „საბრძოლო შტატებს“ უწოდებენ და ფაქტობრივად, მათ უნდა გადაწყვიტონ არჩევნების ბედი, ტრამპი ბაიდენს 7%-ით უსწრებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.