დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ „ღრმად არის შეშფოთებული“ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული დროშით მცურავი ტანკერის შეპყრობით. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა გააფრთხილა ოფიციალური თეირანი „სერიოზული შედეგების“ თაობაზე, თუკი მდგომარეობა სწრაფად არ იქნება გადაწყვეტილი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში, თავდაცვის ძალებში ამოცანით მართვის შესახებ ლექცია აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებს წაუკითხა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუის სრუტეში ირანის კუთვნილი დრონი ჩამოაგდეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების, „შამქორი 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო. თავდაცვის მინისტრმა საინფორმაციო ბრიფინგი და სწავლების ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო ოპერაციები მოისმინა, უწყებათშორისი სწავლების მართვის პუნქტი დაათვალიერა და სასწავლო პროცესს უშუალოდ საკლასო ოთახებში გაეცნო.
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა უკვე ევროკავშირის წევრია, რაც ეროვნული იდეის - განათლების კიდევ ერთი გამარჯვებაა, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანება ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში - EQAR-ში.
იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია უამრავი ადამიანი. ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს უმასპინძლა. მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიული ასპექტები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
ერაყში, ქალაქ ერბილში ოთხი თურქი დიპლომატი მოკლეს. ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კონგრესმენი ქალების მიმართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები დაგმო.
თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მომზადებას აგრძელებს. ქვედანაყოფის შემაჯამებელი წვრთნების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.