საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ ვარიანში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ 2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და მას ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრა ჯერემი ჰანტმა ირანის ბირთვული პროგრამის შესანარჩუნელად და დაძაბულობის შემსუბუქების მიზნით აქტიური მუშაობა დაიწყო.
ამერიკის შეერთებული შტატების რეგულატორებმა Facebook-ის რეკორდული ოდენობის თანხით, 5 მილიარდი აშშ დოლარით დაჯარიმებას დაუჭირეს მხარი, იტყობინება აშშ-ის მედია. ფედერალური სავაჭრო კომისიის მიერ შეთანხმება 3 ხმით 2-ის წინააღმდეგ იქნა მხარდაჭერილი.
ანგელა მერკელი დანიის პრემიერ მინისტრის ბერლინში ოფიციალური დახვედრის ცერემონიაზე გერმანიის და დანიის ეროვნული ჰიმნების შესრულების დროს ფეხზე დგომის ნაცვლად, იჯდა. გავრცელებული ცნობით, ფედერალურმა კანცლერმა პროტოკოლის შეცვლა ითხოვა მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ ფინეთის პრემიერის, ანტი რინეს დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაზე მას მესამედ აუტყდა კანკალი.
ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვამ წყნარ ოკეანეში, სამხრეთ ამერიკის სანაპიროსთან 7 ტონა კოკაინი ამოიღო.
ავღნეთში მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 40-ზე მეტია. თავდასხმა ავღანეთის აღმოსავლეთით, ნანგარარის პროვინციაში, ქორწილის მიმდინარეობისას 13 წლის ბავშვმა განახორციელა.
თურქეთმა რუსული S-400 სარაკეტო თავდაცვითი სისტემის პირველი პარტია მიიღო მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულს მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ამერიკის შეერთებული შტატები. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტვირთი პარასკევს დედაქალაქ ანკარაში, საჰაერო ბაზაზე იქნა მიტანილი.
ევროკავშირმა თურქეთს შესაძლოა სანქციები დაუწესოს. Reuters-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ ორშაბათიდან ევროკავშირი დაფინანსებას შეუჩერებს ანკარას და მასთან კონტაქტს გაწყვეტს.
აშშ-ს ტროპიკული შტორმი ბარი უახლოვდება, რომელიც, სინოპტიკოსების პროგნოზით, ახალ ორლეანს გადაუვლის.
სულ მცირე 35-მა ადამიანმა მიიღო მცირე დაზიანებები „Air Canada“-ს კუთვნილი თვითმფრინავის, „ბოინგ 777-200“-ის ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის შედეგად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.