აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო კონგრესის 3 რეზოლუციას, რომლის თანახმადაც ამერიკული იარაღის არაბეთის ქვეყნებისთვის მიყიდვა უნდა აკრძალულიყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საფრანგეთის რესპუბლიკის ქვეითი სამთო ჯარების მეთაურს უმასპინძლეს. სკოლის ხელმძღვანელობამ ბრიგადის გენერალ პიერ-ჟოზეფ ჟივრის სკოლის ისტორიის, მიზნების, იქ არსებული სამთო კურსების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და მომავლის გეგმები გააცნო. სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა ფრანგულ მხარეს სკოლის დაარსებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე, ქართველი ინსტრუქტორების მომზადების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
დიდი ბრიტანეთის ახლადარჩეულმა პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და CENN-ის თანამშრომლობით ბულაჩაურის მწვანე ცენტრში ახალი სტუდენტური პროგრამის „მწვანე ეკონომიკის სკოლის“ საზეიმო გახსნა გაიმართა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე სენატის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ მხარდაჭერის შემდეგ მარკ ესპერმა, არმიის ვეტერანმა და თავდაცვის ინდუსტრიის ლობისტმა, ფიცი დადო. მას მხარი 90-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი 8 იყო.
საინჟინრო გვარეობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სამხედრო ინჟინრებს იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ მიულოცა. მან პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა, პროფესიული დღე მიულოცა და თავდაცვის ძალებში საინჟინრო გვარეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კონსერვატიული პარტიის წევრებმა არჩევანი ბორის ჯონსონსა და ჯერემი ჰანტს შორის ლონდონის ყოფილ მერზე, ბორის ჯონსონზე გააკეთეს. ბორის ჯონსონმა 92,153 ხმით გაიმარჯვა. მისმა მეტოქემ, მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა კი 46,656 ხმა მიიღო.
სამხრეთ კორეამ რუსეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა და საპასუხოდ გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა.
აშშ-ის მთავრობა მიგრანტებზე სწრაფი დეპორტაციის პროცესს ახორციელებს, რომელიც საემიგრაციო სასამართლოებს გვერდს აუვლის.
სომალიში ტერაქტის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა. აფეთქება დედაქალაქ მოგადიშუს საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე სასტუმროსთან მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.