გიგა ბოკერიას ცოლი იძახის, მიშა და ნაცები ცუდიაო, „პროვოკაცია მოაწყვესო და ფინალში თვალებდათხრილი ხალხი მივიღეთო“. კიდევ კარგად ყოფილა სააკაშვილი და კიდევ კარგად მოუხერხებია ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარება ამათ ხელში - აცხადებს „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი.
საქართველოს თავდაცვის უწყებასა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობა ფართოვდება. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საკონტრაქტო პერიოდს ამოწურავენ, საზოგადოებაში ინტეგრირებისა და დასაქმების კონკრეტული პერსპექტივა ექნებათ.
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ფინეთი იქნება. ფინეთი თავმჯდომარეობის სტატუსს 6 თვის განმავლობაში შეინარჩუნებს.
„ლეიბორისტული პარტიის“ ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას „დიდი სიამოვნებით შეელეოდა“, მაგრამ იგი არ არის „კობახიძესავით იოლად ხელის შემოსარტყმელი“ და „გახარიას ბუზსაც ვერ აუფრენს, თუ თვითონ არ გადადგა რაღაც დიდის სანაცვლოდ“.
ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ თუ ვინ იქნება ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის შემცვლელი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფიო გორგოძე თბილისის №103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გამოცდის მიმდინარეობას გაეცნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.