ლონდონში ერთ-ერთი კერძო სახლის სახურავიდან მამაკაცის ცხედარი ჩამოვარდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა სახლის მეპატრონე ეზოში მზის აბაზანას იღებდა.
ჩინეთმა დემონსტრანტები, რომლებმაც ჰონგ კონგის პარლამენტის შენობაში შეჭრა ვანდალიზმით სცადეს, „არაკანონიერი ქმედებებში“ დაადანაშაულა. აქტივისტთა ჯგუფმა, რომელიც ათასამდე ადამიანისგან შედგებოდა, რამდენიმე საათით პარლამენტი ალყაში მოაქციეს და შენობის ფასადი დააზიანეს.
დღეიდან საქართველოს თავდაცვის უწყების თანამშრომლებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს „აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში” სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების მიღება შეღავათიან ფასში ან/და უფასოდ შეეძლებათ.
ინდოეთის ქალაქ მუმბაიში კედლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია სულ ცოტა 12 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 6-ს შეადგენს.
სწავლება უკვე მესამედ ტარდება და მასში 21 მოქმედი და მომავალი ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი იღებს მონაწილეობას. მონაწილეები სწავლების პროცესში 30 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით 24-საათიან რეჟიმში ჩაერთვებიან.
პანამას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. 66 წლის პოლიტიკოსმა, ლაურენტინო კორტისომ, პრეზიდენტად არჩევის ცერემონიაზე ფიცი დადო, რომ ქვეყანას კორუფციისგან იხსნის, ასევე, დააბალანსებს ურთიერთობებს ჩინეთსა და აშშ-სთან.
ჰონგ-კონგში პარლამენტის შენობის ცენტრალურ პალატაში შეჭრილი პროტესტანტები პოლიციამ შენობიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენებით გააძევა. დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც ათეულობით მათგანმა საკანონმდებლო საბჭოს მინები ჩაამსხვრია.
ჰონგ-კონგში პროტესტანტები პარლამენტის შენობის ცენტრალურ პალატაში შეიჭრნენ მას შემდეგ, რაც ათულობით დემონსტრანტმა საკანონმდებლო საბჭოს მინები ჩაამსხვრია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.