„დოიჩე ბანკმა“ 20 000-ამდე სამუშაო ადგილი შეიძლება შეამციროს, რადგან კომპანია გლობალური რესტრუქტურიზაციის გეგმის გამოცხადებას აპირებს. ადგილების შემცირებას უმეტესად ლონდონსა და Wall Street-ზე მოელიან.
კალიფორნიაში მიწისძვრა განმეორდა, ამჯერად უფრო მძლავრი. შეერთებული შტატების მეტეოროლოგისტების ცნობით სამხრეთ კალიფორნიის უდაბნოს ტერიტორიაზე მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 7.1 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ამჯერადაც ლოს-ანჯელესიდან დაახლოებით 240 კილომეტრით დაცილებული ქალაქის, რიჯკრესტის სიახლოვეს იყო. ამავე რეგიონში ხუთშაბათს 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგმა ლუსი ჯონსმა განაცხადა, რომ რყევები შესაძლოა განმეორდეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. თბილისის, მცხეთისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები18-დან 50 წლამდე ასაკის მოქლაქეებს შესაძლებლობა აქვთ რეზერვის პროგრამაში ჩაირიცხონ ისე, რომ სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და პარალელურად დამატებთი ანაზღაურება მიიღონ.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დასრულდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო და თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამის გამოშვების ცერემონიალს დაესწრო
დუბაის მმართველი მოჰამედ ბინ რაშიდი საკუთარ ცოლს, პრინცესა ჰაიას, სასამართლოში უჩივის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალს პრინცესა დაიანას ადვოკატი დაიცავს. სასამართლო მოსმენა 30-31 ივლისს გაიმართება.
4 ივნისს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ვაშინგტონში მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აბრაამ ლინკოლნის მემორიალთან ამერიკის მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.
თბილისის ტექნოპარკში გლობალური სასწავლო პროგრამა Leadx Change - ზე სიმულაციურ ნაწილში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სიტყვით გამოვიდა და საერთაშორისო უსაფრთხოებასა და ტოტალურ თავდაცვაზე ისაუბრა.
სუდანის სამხედრო საბჭომ ოპოზიციასთან კონსენსუსს მიაღწა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამხრეთ კალიფორნიაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი მიწისძვრა მოხდა, რამაც დაზიანებები და ხანძრები გამოიწვია. 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ლოს ანჯელესიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 240 კილომეტრში მდებარე ქალაქი რიჯკრესტი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.