GUARDIAN.GE - „რესპუბლიკელებმა“, ამერიკის შეერთებული შტატების შუალედური არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ, კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობის შესაქმენლად საჭირო 218 ადგილი მოიპოვეს, იტყობინება BBC-ის ამერიკული პარტნიორი CBS News-ი. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობისთვის საჭირო ადგილი ოთხშაბათს, კალიფორნიის 27-ე ოლქის მოქმედი კონგრესმენის, მაიკ გარსიას გამარჯვების შედეგად მოიპოვეს. CBS-ის ცნობით, „რესპუბლიკური პარტია“ ახლა სავარაუდოდ 218-223 მანდატს მიიღებს კონგრესის 435-ადგილიან ქვედა პალატაში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ ვიზიტად
ბულგარეთში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM)
მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-9 როტაციის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და გვარდიის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. მათ პირად შემადგენლობას მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.
GUARDIAN.GE - დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ 2024 წელს კენჭს იყრის აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე და პირობა დადო, რომ „ამერიკის ხელმეორედ აღორძინება ახლავე დაიწყება“. მან მხარდამჭერებს ერთსაათიანი სიტყვით მიმართა ფლორიდაში, თავის მარ-ა-ლაგოს მამულში.
GUARDIAN.GE - პოლონეთში ორი ადამიანი დაიღუპა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად. დაღუპულები ადგილობრივი ფერმერები არიან. პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებით, არ არსებობს „სარწმუნო მტკიცებულება“ იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა რაკეტა. დუდას თქმით, იგი ელოდება, რომ მისი ქვეყანა, ოთხშაბათს, ნატოს წევრების საგანგებო შეხვედრას მოიწვევს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში „რუსული წარმოების“ რაკეტები შემოიჭრა და ორი ადამიანი დაიღუპა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლა.
საქართველოს თავდაცვის სექტორის განვითარებასა და მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ საქმიანობაზე თავდაცვის მინისტრმა გადაცემაში „ბიზნესი“ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მომავალ წელს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდასა და მის მთავარ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის
გადაცემაში „ბიზნესი“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მაღალეფექტიანობაზე ისაუბრა, რაც
დადებითად აისახა წლევანდელ უხვმოსავლიან რთველზე კახეთში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „ბიზნესი
რუსთავი 2-ზე“, ეროვნულ სამხედრო მრწეველობაზე საუბრისას, ყურადღება ჯავშანტექნიკისა
და ჯავშანჟილეტების წარმოებაზე გაამახვილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.