GUARDIAN.GE - ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლიზ ტრასის შემცვლელად თავისი კანდიდატურის წამოყენებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მიუხედავად საკმარისი მხარდაჭერისა, გადაწყვიტა, რომ მისი კენჭისყრა მართებული არ იქნება.
GUARDIAN.GE - სი ძინპინი ჩინეთის ლიდერად მესამე ვადით აირჩიეს მას შემდეგ, რაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ერთკვირიან ყრილობაზე მისი ძირითადი კონკურენტები არჩევნებს ჩამოსცილდნენ. მესამე ვადით არჩევა ქვეყანაში დღემდე არსებული პრეცედენტის დარღვევაა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს ითხოვდა.
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა" ასეულმა ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე სიტუაციური სწავლება ჩაატარა.
GUARDIAN.GE - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი ახლადაღდგენილი სკოლის შენობაში დაიწყო. სამსართულიანი, დიდი მოცულობის სკოლის სრული კაპიტალური რემონტის პერიოდში, თითქმის 2 წელიწადი, სასწავლო პროცესი სოფელში მდებარე ორ კერძო ნაქირავებ სახლში, ორ ცვლაში მიმდინარეობდა. ეს პერიოდი პანდემიას დაემთხვა და ბავშვებს არახელსაყრელ პირობებში უწევდათ სწავლა, თუმცა, როგორც ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ლიანა პილტოიანი ამბობს, რთული წლები წარსულს ჩაბარდა და დღევანდელი გადმოსახედიდან, ღირდა იმ სიძნელეების გადატანა, რაც ახალ სკოლაში გადასვლამდე გამოიარეს მოსწავლეებმა და პედაგოგებმა.
„სამხედრო ავიაციის ბიუჯეტი არ და ვერ შემცირდება“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის
მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო „იმედის“ გადაცემაში საუბრისას განაცხადა. ჯუანშერ
ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყება სამხედრო ავიაციის სფეროში დაგროვილი
გამოცდილებითა და ცოდნით აქცენტს კომერციულ შეკვეთებზეც გააკეთებს.
რადიო იმედზე, გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას, თავდაცვის მინისტრი
საქართველოში ჯარის, როგორც ინსტიტუციის დისკრედიტაციის ფაქტს კიდევ ერთხელ
გამოეხმაურა. მინისტრის შეფასებით, პარადოქსია, რომ ჯარის პოპულარიზაციისა და
ჯარისკაცის დაფასების, მისი მუნდირის ღირსების გაფრთხილების ნაცვლად, გარკვეული
ჯგუფების მხრიდან ინსტიტუციის დისკრედიტაციასა და ჯარში შუღლის გაღვივების
მცდელობას აქვს ადგილი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო ,,იმედის'' ეთერში
კიბერუსაფრთხოების გამოწვევებსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ
კიბერუსაფრთხოება არის არაკონვენციური ომის ნაწილი. თუმცა, აქტუალურობიდან
გამომდინარე, იგი აუცილებლად გადაიზრდება კონვენციური ომის ჭრილში.
„ჩვენ თავდაცვით შესაძლებლობებს განვავითარებთ და შესყიდვების მიმართულებით რა
ნაბიჯებიც გადავდგით დიდ მასშტაბებს მივაღწევთ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის
მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო „იმედის“ გადაცემა „კვირის ინტერვიუში“
სტუმრობისას.
„რაფაელი არის ერთ-ერთი საუკეთესო მოწინავე კომპანია მსოფლიოში და ჩვენ
მოდერნიზაციაზე ვმუშაობთ. ასევე ვმუშაობთ პოლონურ სახელმწიფო საწარმოსთან, რომელიც
ერთ-ერთი მსხვილი საწარმოა ევროპაში და მთელს მსოფლიოში როგორც ჰაერსაწინააღმდეგო,
ასევე, ჯავშანსაწინააღმდეგო ხელსაწყოების შეძენაზე. დღეს ძალიან გართულებულია ეს
პროცესი”, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო
„იმედის“ გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.