ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მთავარმა სტრატეგმა, სტივ ბანონმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამ წუთებში აშშ-ის მედია ავრცელებს.
ფინეთის სახმრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ტურკუში ცივი იარაღით განხორციელებული თავდასხმისას მოკლულია 2 ადამიანი და ჭრილობები აქვს მიყენებული სულ მცირე ექვს სხვას. ინფორმაციას BBC პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ესპანეთის ქალაქებზე - ბარსელონასა და კამბრილზე თავდასხმებში ეჭვმიტანილები კიდევ ერთ ან უფრო მეტ თავდასხმას გეგმავდნენ იმის გარდა, რაც განახორციელეს, განაცხადა პოლიციამ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ესპანეთის ქალაქებში - ბარსელონასა და კამბრილსში განხორციელებული თავდასხმებისას სულ მცირე 1 ამერიკელი დაიღუპა და ერთმა ჭრილობები მიიღო.
ფინეთში უცნობი პირი გამვლელებს თავს დანით დაესხა, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. პოლიციამ დანაშაულში ეჭვმიტანილს ცეცხლი გაუხსნა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რადიკალური ისლამისტური ტერორიზმი ნებისმიერ ფასად უნდა იქნეს ალაგმული.
18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას დღეს 33 წელი შეუსრულდებოდა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა გიორგი ანწუხელიძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში მდებარე მემორიალთან მიაგეს.
კატალონიის საკურორტო ქალაქ კამბრილსში პარასკევს ადრეული დილით ესპანური პოლიციის მიერ ლიკვიდირებული ტერორისტების ქამრები ყალბი აღმოჩნდა, განაცხადა კატალონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხოაკინ ფორნმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც ტელეკომპანია 24 Horas-ი ახდენს.
„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ვაშინგტონის მთავარი სირიული მოკავშირე აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ჩრდილოეთ სირიაში ჯიჰადისტების დამარცხები შემდეგ ხანგრძლივად დარჩება.
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშეს გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ გარიკ ჰარმონს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.