შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა ყოველწლიურ სამხედრო წვრთნებს ახორციელებენ, რაც მუდმივად ფხენიანის გააფთრებას იწვევს.
სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ „დასავლეთის პროექტი“ მის ქვეყანასთან დაკავშირებით ჩაიშალა და მადლობა გადაუხადა რუსეთს და ირანს ტერორისტებთან ბრძოლაში მხარდაჭერისათვის.
შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტის განცხადებით, სინგაპურის სანაპიროსთან ამერიკული გამანადგურებლის ნავთობსასხმელ გემთან შეჯახების შედეგად ხუთმა მეზღვაურმა დაზიანებები მიიღო, ხოლო 10 მეზღვაური დაკარგულად არის გამოცხადებული.
7 წლის, ორმაგი, ბრიტანულ-ავსტრალიური მოქალაქეობის მქონე ბიჭი დაიღუპა ბარსელონას ტერორისტული თავდასხმისას. აღნიშნული კატალონიის პოლიციამ დაადასტურა.
ესპანური პოლიციის განცხადებით, მძლავრ ტერორისტული ქსელს, რომელმაც მიმდინარე კვირას ესპანეთში ორი თავდასხმა განახორციელა, 120 გაზის ბალონი ჰქონდა შეგროვებული და მათ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით თავდასხმებში გამოყენებას გეგმავდა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბოსტონში მემარჯვენე ფრთის წინააღმდეგ გამართულ მრავალათასიან დემონსტრაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამერიკა მალე დადგება ფეხზე, როგორც ერთი მთლიანი ქვეყანა.
მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ძალოსნობაში ანდრეი დრაჩევი ხაბაროვსკში, ერთ-ერთი კაფეს მიმდებარედ, ქუჩის ჩხუბის დროს მიღებული ტრავმების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აგვისტოს თვის მხოლოდ პირველ ორ კვირაში 3,800 მიგრანტზე მეტმა უკანონოდ გადაკვეთა კანადის პროვინცია კვებეკის საზღვარი.
ერაყის სახმელეთო ძალებმა ტალ აფარის, „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების კონტროლის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი ბოლო ქალაქის, ხელახლა აღების ოპერაცია დაიწყო, რასაც წინ უძღოდა ერაყის საბრძოლო თვითმფრინავების მიერ ტალ აფარში ჯიჰადისტების ჯგუფის დაბომბვა.
ათეულობით ათასი ადამიანი შეუერთდა ანტი-რასიზმის წინააღმდეგ „თავისუფალი სიტყვის დემონსტრაციას“ აშშ-ის ქალაქ ბოსტონში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.