გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დღეს რუსული სამხედრო ტექნიკა, საქართველოს გავლით, ტრანზიტული დანიშნულებით სომხეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება, ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი და სამომავლო გეგმები ის ძირითადი საკითხები იყო, რაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ატაშეების ასოციაციის წარმომადგენლებს გააცნო.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ზოგიერთი ქვეყნიდან შემომავალ ფრენებზე თვითმფრინავის ბორტზე პორტატული კომპიუტერების (ლეპტოპების) ატანის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრი თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესს მხარს უჭერს - თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გააფრთხილა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც გერმანიის ოფიციალურ პირებს ნაცისტებს ადარებს, შეჩერდეს.
FBI-ის ხელმძღვანელმა ჯეიმს კომიმ საჯაროდ უარყო „რესპუბლიკელების“ მტკიცება, რომ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაქ ობამა აწარმოებდა დონალდ ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის მოსმენებს და დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის ნებისმიერი ფარული შეთანხმების შესახებ.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში დღეს სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფციის განხილვა მოეწყო. განხილვაში საქართველოს არასამთავრობო სექტორის წარმოადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.
პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი მომავალ ოთხშაბათს ოფიციალურად გაუგზავნის შეტყობინებას ბრიუსელს იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლება დაიწყო.
სირიის უსაფრთხოების ძალები დედაქალაქ დამასკოს აღმოსავლეთ გარეუბანში სასტიკ ბრძოლებში არიან ჩართული მეამბოხეებთან. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ქალაქის მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.