"ჩვენ ვხედავთ მამა გაბრიელში, რომ საქართველოს ეკლესია ცოცხალია, ძლიერდება", - ამის შესახებ მეუფე დანიელმა სვეტიცხოველში, სადაც მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებია დასვენებული, ქადაგებისას განაცხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოველში მიბრძანდა. ტაძარში დაბრძანებული ღირსი მამა გაბრიელის ხის ლუსკუმა სასულიერო პირებმა რამდენიმე წუთით გახსნეს. მამა გაბრიელი შავ შესამოსელშია.
ბეთანიაში, XII საუკუნის მონასტრის ეზოში, ღირსი მამების – გიორგი (იოანე) მხეიძისა და იოანე მაისურაძის საფლავები გახსნეს. მათი წმინდა ნაწილები ლუსკუმაში გადაასვენეს და ბეთანიის მონასტერში დააბრძანეს.
მეზვერისა და ფარისევლის კვირის შემდეგ, მართლმადიდებლური ეკლესია დღეიდან უძღები შვილის კვირიაკეს აღნიშნავს.
მართლმადიდებლური ეკლესია დღეს მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტაძარებში საზეიმო წირვა- ლოცვა აღევლინება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავმდაბლობის მნიშვნელობაზე იქადაგა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა გაიმართება.
მცხეთაში, სამთავროს მონასტრის ეზოში, მამა გაბრიელის საფლავთან მდგარი დედა პარასკევას სამორიგეო კელია პატრიარქის კურთხევით აიღეს.
პრემიერ-მინიტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რელიგიები რომლებიც საბჭოთა პერიოდში იდევნებოდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
საუბარია "საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის" კანონპროექტზე, რომელიც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრომ წარადგინა.
პრემიერის განმარტებით, რელიგიური უმცირესობების თემას ხშირად იყენებენ პოლიტიკური სპეკულაციისთვის.
"განიხილება საკითხი რომელიც ეხება, ოთხი რელიგიური მიმართულების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას, ვინაიდან ეს რელიგიები საქართველოში საბჭოთა პერიოდში იდევნებოდა. ეს იმ პრინციპს დაეფუძნება, რა პრინციპითაც ჩვენ ვაფინანსებთ საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ესენი იქნება: მუსულმანური რელიგია, გრიგორიანული, კათოლიკური და იუდაიზმი. ახალი ხელისუფლების პირობებში, რელიგიური უმცირესობების მიმართულებით ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია, მათ შორის არის დღევანდელი გადაწყვეტილება" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.