თავდაცვა

მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს სანიმუშო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 

სრულად...

თავდაცვის ძალების კუთვნილმა პირველმა მოდერნიზებულმა თვითმფრინავმა, სუ-25-მა რემონტის შემდგომი საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა.

სრულად...

თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, დღეს, სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც, თავდაცვის დეპარტამენტის ძალისხმევა დაეხმაროს საქართველოს, რუსული აგრესიისა და მავნე გავლენების ფონზე, თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში.

სრულად...

აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან გამართულ სატელეფონო საუბარს საკუთარ ტვიტერზე გამოეხმაურა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

სრულად...

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები ეწვივნენ. დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ და სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა DIBS-ის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ფაქტის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გიორგი მათიაშვილმა უწყებაში დასაქმებულ მრავალშვილიან ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს.

სრულად...

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებს შვილის თანამებრძოლებმა დედის დღე მიულოცეს.

სრულად...

41-ე ქვეითი ბატალიონის “ალფა” ქვეითმა ასეულმა ურბანული სწავლება განახორციელა. გეგმიური სწავლება ობიექტის დაცვასა და მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირებას ითვალისწინებდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი