საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საერთაშორისო აქციას „დედამიწის საათი“ ყოველწლიურად უერთდება. 20:30 საათზე უწყებამ ელექტროენერგია ერთი საათით გამორთო და ამ ფორმით ჩვენი პლანეტის მიმართ თანადგომა გამოხატა.
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წარჩინებული იუნკერების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის წარჩინებულ იუნკერებს, რომლებმაც პირველი სემესტრის რეიტინგული ქულების შეჯამების შემდეგ უმაღლესი აკადემიური შეფასება მიიღეს, 500-ლარიანი სტიპენდია დაენიშნათ.
თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP-T) ჩართვამდე წინამოსამზადებელ ოცეულის დონის სიტუაციურ სწავლება-შეფასებას გადის. მე-12 ბატალიონის სამხედროები ოცეულის დონეზე თავდაცვით, თავდასხმით და ძალთა დაცვის ოპერაციებს ახორციელებენ. სწავლება ბრძანების გაცემას, ტაქტიკურ გადაადგილებას, ჩასაფრებას, თავმოყრის რაიონის დაკავებას, ჩასაფრებაზე რეაგირებას, რეიდს და სხვა საჭირო საკითხებს მოიცავს.
25 მარტს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია დაარსებიდან 18 წლის იუბილეს აღნიშნავს. სერჟანტებს პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრებმა კრწანისში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი(JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრები მოინახულეს.
„ჩაქაფულს ჭამს ჯარისკაცი აღდგომაზეო და ეს ნეგატივში ჩაგვითვალეს“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ში სტუმრობისას განაცხადა. მან ოპონენტების მხრიდან უსამართლო კრიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯარისკაცების კვებაზე ბრალდებები უსაფუძვლო და აბსურდულია.
თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მას სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გაუვლია, თუმცა, სამხედრო სამსახურისთვის თავი არ აურიდებია და ყველაფერი კანონიერად მოხდა. მისი თქმით, იმ ასაკში, როდესაც სავალდებულო სამხედრო სამსახური უწევდა, მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა.
სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა, სათანადო ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფა, კვების უმაღლესი ხარისხი - ეს ის პრიორიტეტებია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში „დღის კურიერში“ საუბრისას დაასახელა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში სტუმრობისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებულ ეფექტიან ღონისძიებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სიტუაცია ამჟამადაც სათანადოდ კონტროლდება: „ჯარში ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ მაღალ დონეზე, ჩვენი ციფრებიც ამას მეტყველებს, არაკეთილმოსურნეებს უნდოდათ, რომ ჯარში გვქონოდა აფეთქება პანდემიის თვალსაზრისით, თუმცა ეს ვერ ვნახეთ“.
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკუთარი მოადგილის დავით სუჯაშვილის Facebook პოსტთან დაკავშირებით „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა, რომ საზოგადოების მხრიდან გამოხმაურებების შემდეგ სუჯაშვილმა ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ პოსტი შეცდომით დაიდო მის სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.