თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკომიტეტო მოსმენის შემდეგ პარლამენტარების შეკითხვებს უპასუხა. მან სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტაში” სამხედრო ტექნიკის - სამედიცინო დაჯავშნული მანქანების, ასევე შაშხანებისა და დრონების წარმოებაზე გაამახვილა ყურადღება და სამხედრო წარმოების კუთხით უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზეც ისაუბრა.
„მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ავაფრენთ პირველ სუ-25-ს, რომელთა აღდგენა ჩვენი შესაძლებლობებით მოხერხდა. შეგიძლიათ მობრძანდეთ და დაესწროთ. ყოველ მომდევნო თვეში დამატებით სატესტო რეჟიმში გაფრინდება კიდევ ერთი სუ-25,“ - ასე უპასუხა ავიაციის მოდერნიზაციის თემაზე პარლამენტარების კითხვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა სამხედროებზე ზრუნვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება უწყების პრიორიტეტად დაასახელა.
„ის უპრეცედენტო თანამშრომლობა, რომელიც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან გვაქვს კიდევ უფრო გაძლიერდება და საფუძველი გახდება უფრო მეტი პრაქტიკული თანამშრომლობისა“, - ასე შეაფასა თავდაცვის მინისტრობის კანიდატმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა.
საპარლამენტო კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება ნატოსთან დაახლოებისა და თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
ძლიერი და კარგად უზრუნველყოფილი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება რთული იქნება თუ სათანადო ყურადღება არ მიექცევა ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილის წარდგენისას განაცხადა.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე 2021 წლის გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ უწყება დიდ ყურადღებას დაუთმობს თავდაცვის ძალების ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატურებით აღჭურვის პროცესს.
2021 წლის პრიორიტეტული მიმართულება საავიაციო ძალების მოდერნიზაციის პროცესის გაგრძელებაა - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკომიტეტო მოსმენაზე საუბრისას განაცხადა.
„თავდაცვის ძალების მზადყოფნისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენი ჯარის მოდერნიზაციას ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით“, - საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენის ფარგლებში, საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის ტრანსფორმაციასა და ჯარის მოდერნიზაციის გეგმებზე ისაუბრა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე სამთავრობო პროგრამის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს ნაწილი წარადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.