საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა ღირსეული სამხედრო სამსახურის წინაპირობაა - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ გაცხადებული ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, მახათას მთაზე ყველაზე ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება დღეიდან დაიწყო.
საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. დღეს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში მაღალი დონის სამთო სწავლება დასრულდა, რომლის დახურვის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
საქართველოს თავდაცვის ძალებში უკვე დაიწყო სამხედრო მოსამსახურეების უმაღლესი ხარისხის ზამთრის მაღალყელიანი ფეხსაცმლით აღჭურვის პროცესი. სამხედროები ზაფხულში, ასევე მსოფლიო ბრენდის „ლოვას“, ხოლო ზამთარში „ჰაიქსის“ მაღალყელიან ფეხსაცმელს გამოიყენებენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა. რეგიონული ჯანდაცვის ორგანიზაციასთან კოორდინაციით, მისი კონტაქტები უკვე მოკვლეულია, ყველა მის პირდაპირ და ირიბ კონტაქტში მყოფ პირს PCR ტესტირება ჩაუტარდა და თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.
I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ოფიციალურად ჩაერთო. საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა, სამხედროებს პროგრამის დაწყება მიულოცა და წვრთნების წარმატებით ჩატარება უსურვა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, თავდაცვის ძალებში ავტოპარკის განახლება აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, თავდაცვის უწყებამ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული ნატოს სტანდარტების, ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, 160 ერთეული FORD Ranger-ის ტიპის 0.75 ტონა ტვირთამწეობის „პიკაპი“ შეისყიდა.
საქართველოს თავდაცვის უწყებამ ესპანელი პარტნიორებისგან უპილოტო სადაზვერვო სისტემები შეიძინა, არსებული ძველი საფრენი აპარატები განაახლა და მოახდინა პერსონალის მომზადება/გადამზადება. დაიწო დაზვერვის ქვედანაყოფების ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით დაკომპლექტება, რომელიც ითვალისწინებს ამ ქვედანაყოფების აღჭურვას თანამედროვე ტაქტიკური და ოპერატიული უპილოტო სადაზვერვო სისტემებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.