საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ ვლადიმერ იმნაძესთან ერთად თბილისში, ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა განახლებული ჰოსპიტალი დაათვალიერა.
სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე 23-ე ბატალიონის სამხედროებმა ასეულის დონის შემაჯამებელი სწავლება ჩაატარეს, სადაც საბრძოლო სროლებით შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციები განახორციელეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა. სამხედროებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეთაური პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და მისი მოადგილე პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი დახვდნენ. მათ სამხედრო მოსამსახურეებს მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.
„საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ნატოს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს - მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნულ პლატფორმას“, - აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2020“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ტიბორ ბენკომ საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები უწყებაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს.
დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა, სადაც პირადად გაეცნო სამხედრო ბაზის უახლესი სპორტული ინვენტარითა და თანამედროვე სანტექნიკით აღჭურვის პროცესს. უწყების წარმომადგენლებმა ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ (იტალიური Technogym, FERRO, გერმანული DHZ FITNESS, ამერიკული MATRIX) წარმოებული მაღალი ხარისხის სავარჯიშო მოწყობილობები დაათვალიერეს.
24-25 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის თავდაცვის მინისტრი ესტუმრება. ტიბორ ბენკოს ქართველი კოლეგა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. ეს იქნება უნგრეთის თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში. თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები გაფართოებულ შეხვედრას გამართავენ. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეები საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს, გენერალ ტოდ ვოლტერსს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა გენერალ ვოლტერსს ნატოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2017 წელს მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე, ივერი ბუაძე მედლით - „მხედრული მამაცობისთვის“ დააჯილდოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.