თავდაცვა

ტელეკომპანია  „პალიტრანიუსზე“ გადაცემაში  „დღის ნიუსრუმი“  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის რვაწლიანი პერიოდი შეაფასა და დაშვებულ  შეცდომებზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  დღევანდელ ხელისუფლებას შეცდომების აღიარებისა და მათი გამოსწორების უნარიც შესწევს.  

სრულად...

ჭკვიანმა, გონიერმა ადამიანმა, როგორ შეიძლება ამ მართლაც სულელ, მანიაკ ადამიანს დაუჯეროს. ეს ხომ იგივეა, ქრისტიანმა ეშმაკის აღსარება და ბოდიში დაიჯეროს, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა. 

სრულად...

„ერთპარტიული მმართველობა არ არის უკანონო და არ არის ანტიდემოკრატიული მმართველობა. თანამედროვე სამყარო არაერთ სისტემას იცნობს. მინდა გითხრათ, მცდარი აზრია, რომ თითქოს ერთპარტიული მმართველობა არის დამღუპველ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“. ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგურა.

სრულად...

მრავალეროვნული სწავლების "ღირსეული პარტნიორი 2020" ფარგლებში კომბინირებული საინჟინრო სწავლება გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ოცეულებმა თავდაცვისა და შეტევის ოპერაციები საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ასეულისა და რქბ დაცვის ასეულის მხარდაჭერით განახორციელეს. სწავლებაში ჩართული იყო ამერიკული „ჰამერები“, ასევე, ქართულ შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა "კობრა" და საინჟინრო ბატალიონის გამრღვევი მანქანა. 

სრულად...

საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ ფარგლებში საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ქვედანაყოფებმა ერთობლივი ურბანული ოპერაცია ჩაატარეს. ქართულ-ბრიტანული სწავლების კომპონენტი - დასახლებულ პუნქტში ოპერაცია ვაზიანის საწვრთნელ რაიონში გაიმართა, რომელსაც მხარს აშშ-ის სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის პირადი შემადგენლობა უჭერდა.

სრულად...

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ ერთობლივი საჩვენებელი სწავლება - კონტრტერორისტული ოპერაცია - რეიდი ვაზიანის სასწავლო ბაზაზე ჩატარდა. სპეცოპერაციების ძალების ქვედანაყოფების უსაფრთხოებას სნაიპერული ჯგუფები, ხოლო ჰაერიდან - ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენები „აპაჩი“ უზრუნველყოფდნენ, სამედიცინო ევაკუაცია კი, ამერიკულმა მედევაკმა „შავმა ქორმა“ განახორციელა. სწავლებაში ჩართული იყო ქართული წარმოების ჯავშანმანქანა „მეომარი“ და პოლონეთის შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა „ოშკოში“.

სრულად...

მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ ფარგლებში ქართულ-ამერიკული სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების მიერ ერთობლივი სამედიცინო სწავლება გაიმართა.

სრულად...

დღეს 11 სექტემბერია - საქართველოსა და აშშ-ის მჭიდრო პარტნიორობის დემონსტრირების მიზნით, ამ თარიღთან დაკავშირებით „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში ვაზიანში სწავლებაში ჩართული სამხედროების მონაწილეობით მარათონი მოეწყო, რომელიც ნიუ-იორკში განხორციელებული ტერაქტების დროს დაღუპულების, ასევე მსოფლიო მშვიდობის განმტკიცების პროცესში დაღუპული სამხედროების ხსოვნას მიეძღვნა. 

სრულად...

საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფო კომპანია "რაფაელს" შორის შეთანხმება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, საჰაერო თავდაცვით დანადგარებს სრული აღდგენა და მოდერნიზაცია ჩაუტარდება.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების გენერალური დირექტორატის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის (DGA) და შეიაღებისა და სარაკეტო სისტემების მწარმოებელი ავიამშენებელი კომპანიის ( MBDA) წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას შეეხო. მხარეებმა საჰაერო თავდაცვის მიმართულებით ფრანგულ კომპანიებთან არსებული თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი