საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. 12 ივნისს, ქალაქი გაბალა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ჰეიდარ ალიევის კონგრესის ცენტრში გაიმართება.
პროექტის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს თავდაცვის ძალებში: ორგანიზაციული შეფასება“ ფარგლებში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) რიგით მეოთხე და ბოლო სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს, ლიეტუვას რესპუბლიკისა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ორგანიზებით, კიბერუსაფრთხოების თემაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
რეინჯერების დღე მუხროვანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა. პირად შემადგენლობას 10 წლის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა.
თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ მინი-ფეხბურთის ტურნირის ოქროს ლიგა 2018-19 სეზონის გამარჯვებულია.
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა 27 წლის იუბილე არმიჰოლში კონცერტით აღნიშნა. საზეიმო კონცერტზე კლასიკური და თანამედროვე ნაწარმოებები შესრულდა.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) კურსი „საერთაშორისო მოლაპარაკებების უნარებში დახელოვნება” დაიწყო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ახლადგახსნილი თანამედროვე ლაბორატორიები და საკლასო ოთახები დაათვალიერა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გარდაცვლილი სამხედროების შვილებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.