გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში და „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი თავდაცვის ძალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ქართველ, ასევე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ სამხედროებსა და ბრიგადის ხელმძღვანელობას გაესაუბრნენ.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად, სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
ლევან იზორია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ჯონ ბოლტონს შეხვდა. შეხვედრა აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის გამოსაშვებ საზეიმო ღონისძიებაზე შედგა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო.
აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს. ლევან იზორიამ ევრაზიის რეგიონის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გამართა, რომელსაც მოდერატორობა ამერიკელმა დიპლომატმა და ატლანტიკური საბჭოს ექსპერტმა ალექსანდერ ვერშბოუმ გაუწია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას პატივსაცემად და საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-ში საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს, ჯონ რუდს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) „სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის საორიენტაციო კურსი“ დაიწყო, რომელშიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. კურსი 2017 წელს DIBS-ისა და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების მართვის სასწავლო ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბდა და მესამე წელია, რაც ტარდება.
აშშ-ში ვიზიტი თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნორფოლკში, მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის (ACT) შტაბბინაში სტუმრობით დაიწყო. თავდაცვის უწყების დელეგაციას ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლის მოადგილემ, ადმირალ მანფრედ ნილსონმა უმასპინძლა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი დაიწყო. ლევან იზორია ვიზიტს ქალაქ ნორფოლკში, მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის (ACT) სათაო ოფისში სტუმრობით დაიწყებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება.
საქართველოს თავდაცვის ძალებს 57 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია IV მექანიზებულ ბრიგადაში გმირთა მემორიალთან გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.