საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მორიგ „მიკერძოებულ სიუჟეტს თავდაცვის სამინისტროს შესახებ, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყებისა და მისი ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაციას ემსახურება“.
„ყველა ზღვარს გადასული კამპანია“ - ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ბოლო პერიოდში მისი და თავდაცვის უწყების მიმართ რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებული ბრალდებები. „ვნახეთ, რომ კიდევ ამზადებენ ახალ სიუჟეტს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში, არცერთ სამოქალაქო პირს სამინისტროში iPhone საჩუქრად არ მიუღია. მე ცხოვრებაში არ ვარ iPhone-ის მაღაზიაში ნამყოფი და მაქვს ძველი მოდელი“.
25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს რეგიონებში არსებულ სამხედრო ბაზებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს.
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ხუთი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს, მისი გმირობის ისტორია გაიხსენეს და დაღუპულის ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ.
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის იუნკერებმა 1921 მეტრზე სიმბოლური გარბენი განახორციელეს, რომელიც 1921 წელს დაღუპულ იუნკერებს მიუძღვნეს. იუნკერები კოჯორში იმ ადგილას იმყოფებოდნენ, სადაც 1921 წლის თებერვალში საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ახალგაზრდებმა კოჯორში შემორჩენილი სანგრები დაათვალიერეს და 1921 წლის საბრძოლო მოქმედებების შესახებ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო ისტორიკოსის გიორგი ბერიძის ლექცია მოისმინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.