თავდაცვა

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, საქართველოს პირველი არხის ეთერში, თავდაცვის კოდექსის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას ყურადღება წვევამდელთა სამხედრო სამსახურის გავლის წესზე გაამახვილა. გრიგოლ გიორგაძემ საზოგადოების სათანადოდ ინფორმირების მიზნით, დეტალურად განმარტა ძირეული ცვლილებები და სიახლეები, რომელიც კოდექსის ფარგლებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირებას უკავშირდება, შესაბამისია საერთაშორისო სტანდარტებთან და რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის უწყებაში იქნება შესაძლებელი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, არსებული სისტემა სამართლიანად არის კრიტიკის ქვეშ.

სრულად...

„ჩვენი ამოცანა იქნება, რომ მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდა მოვამზადოთ და შევქმნათ გადამზადებული, გაწვრთნილი რეზერვი“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, სადაც მან თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ რეფორმებზე ისაუბრა.

სრულად...

დანიისა და საქართველოს თავდაცვის უწყებები თანამშრომლობას აძლიერებენ. ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დანიის ელჩთან, ანე ტოფტ სორენსენთან ერთად განიხილა, რომელმაც ლელა ჩიქოვანს ახალი თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი იენს ერიკ ჰიორტი წარუდგინა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს. საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველმა მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, სამედიცინო შემოწმება და საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ორთვიანი კურსი. BCT კურსის განმავლობაში ანაზღაურება თვეში 500 ლარს შეადგენს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დანიის სამეფოს ელჩს საქართველოში, ანე ტოფტ სორენსენს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა დანიელ დიპლომატს ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა. თავდაცვის მინისტრმა დანიურ მხარეს ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი აშშ-ში, „საჰაერო ძალების თამაშებზე“ წარმატებით ასპარეზობს. მჯდომარე ფრენბურთის ფინალურ თამაშში საქართველოს ნაკრები აშშ-ის საჰაერო ძალების გუნდს დაუპირისპირდა და ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს გუნდის ანგარიშზეა ბრინჯაოს მედალიც. ძალოსნობაში, 73 კგ წონით კატეგორიაში, დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ, უმცროსმა სერჟანტმა იაგო კაკულიამ მესამე ადგილი დაიკავა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი