„მოვუწოდებ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩაერთონ საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში და შემოუერთდნენ საქართველოს თავდაცვის ძალებს - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თავდაცვის ძალებში ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ ნებისმიერი მსურველი პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურედ ჩამოყალიბდეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღებას აცხადებს. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვასთან დაკავშირებული პირობების შესახებ მედიის წარმომადგენლებსა და საქართველოს მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიაწოდეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ 4-წლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიიღებიან 18-დან 36 წლამდე საქართველოს მოქალაქეები. სამხედროები უზრუნველყოფილი იქნებიან ნატოს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, კვებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აბდულა ალ-მუტაირის შეხვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ელჩს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია „პირველის“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია გენერალ კვინიტაძის საფლავთან დაკავშირებით, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციას.
6 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიბერუსაფრთხოების დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამინისტროს კიბერშესაძლებლობების გაძლიერების საქმეში ჩართული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას NATO-GEO EX 2022 საქართველო მარტში მესამედ უმასპინძლებს. სწავლებას დაგეგმვიდან აღსრულების ფაზის ჩათვლით ქართული მხარე უხელმძღვანელებს და მასში მონაწილეობას ნატოს წევრი და პატნიორი ქვეყნები მიიღებენ.
საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯოზეფ სპიშაკი ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) ეწვია. ნატოელ გენერალს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC) და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს და ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ბრიგადის გენერალ ჯოზეფ სპიშაკს საბრძოლო მომზადების ცენტრის ინფრასტრუქტურისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდა.
საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერდება. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური და თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა.
ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებებში ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, თითქოსდა ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა შეგნებულად გაანადგურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კადრები, - ამის შესახებ სამხედრო ჰოსპიტლის განცხადებაშია აღნიშნული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.