თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში წარმოებული ზამთრისა და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო უნიფორმებით არიან უზრუნველყოფილი. შპს „დელტა ტექსტილი“ უწყვეტ რეჟიმში ამარაგებს თავდაცვის ძალების სამხედრო ქვედანაყოფებს მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციით. ქართული ჯარის მომარაგების პროცესს პირადად გაეცნო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის პროგრამას განაგრძობს. ტერიტორიულ რეზერვს კიდევ ერთი ბატალიონი შეემატა. მე-20 კადრირებული ბრიგადის 204-ე ბატალიონი პირველად ჩამოყალიბდა და ქვემო ქართლის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა.
თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებსა და უწყების თანამშრომლებს უახლესი ინვენტარით აღჭურვილი სპორტული დარბაზი მოემსახურება. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე კიდევ ერთი სავარჯიშო კომპლექსი გაიხსნა. სპორტული დარბაზი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გახსნეს.
„რამდენიმე დღის წინ ჩემს მიმართ ისეთი ცილისმწამებლური ბრალდებები გავრცელდა, არავის ვუსურვებდი იმ წნეხს, რაც ბოლო დღეებში მე და ჩემმა ოჯახმა გამოვიარეთ. მე ამ ქვეყნის ჯარისკაცი ვიყავი და თავს ამ ქვეყნის პატრიოტად ვთვლი! არაფერია იმაზე დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი, ვიდრე გაბრალებდნენ სამშობლოს ღალატს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი სამხედრო დავით ბაიდარაშვილი წერს.
ბოლო პერიოდში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია, რომელსაც აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური მიზნები გააჩნია, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაციას დაესწრო.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად პირველად იმყოფება იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაური, გენერალ-მაიორი იუსეფ ა. ალ ჰნაითი. იორდანელ გენერალს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იორდანიის სამეფოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს იუსეფ აჰმად ალ-ჰნაითს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ეხმაურება ტელეკომპანია “პირველის” სიუჟეტს, რომლის მიხედვით თითქოსდა გადინების საკითხი თავდაცვის ძალებში უკავშირდება სამხედროების სამსახურის დაუფასებლობას. როგორც უწყების განცხადებაში ნათქვამი, აღნიშნული სიუჟეტი ემსახურებოდა ბოლო წლებში თავდაცვის მიმართულებით ძალიან მასშტაბური და წარმატებული შედეგების დაკნინებას.
ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამა საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. სასწავლო პროგრამა თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერის კურსდამთავრებულებმა გაიარეს. საპარაშუტე მომზადების კურსი 3-კვირიან სწავლებას მოიცავდა. პროგრამა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან შედგებოდა, მიწისზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედებების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესების შესწავლას მოიცავდა. რეინჯერებს თეორიული და პრაქტიკული ტესტებიც ჩაუტარდათ, რომლის დროსაც მათ შეასრულეს ხტომები პარაშუტით, პარაშუტით და ტვირთით, ბოლოს კი - პარაშუტით, ტვირთითა და იარაღით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.